პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი- ზურაბიშვილმა იკადრა ის, რაც მანამდე არც ერთ პრეზიდენტს არ უკადრია. ვინ ეკითხება პატრიარქის არჩევას სალომე ზურაბიშვილს? აქ გამოჩნდა მისი პატრონების კიდევ ერთი შეკვეთა-ეკლესიისა და საპატრიარქოს გაკონტროლების მზაკვრული სურვილი

„ზურაბიშვილმა იკადრა ის რაც მანამდე არც ერთ პრეზიდენტს არ უკადრია. თურმე ზურაბიშვილს არ მოსწონს ეკლესიაში არსებული სიტუაცია, მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს, ამ ქალბატონს კი ჰყოფნის თავხედობა და ახალ პატრიარქზე გვესაუბრება“,-ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრეზიდენტის მიერ პატრიარქზე გაკეთებულ განცხადებას.

ექსპერტის თქმით, აქ გამოჩნდა მისი პატრონების კიდევ ერთი შეკვეთა-ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს გაკონტროლების მზაკვრული სურვილი, რომელიც თავიანთ უვიც აგენტს გაახმოვანებინეს!

„დილით დავწერე სალომე ზურაბიშვილზე ერთი-ორი სიტყვა, მაგრამ იძულებული ვარ კვლავ გამოვთქვა ჩემი მოსაზრება მის კიდევ ერთ რბილად რომ ვთქვა უკიდურესად გაუაზრებელ განცხადებაზე, პატრიარქსა და ეკლესიის შესახებ. ფაქტობრივად ზურაბიშვილმა იკადრა ის რაც მანამდე არც ერთ პრეზიდენტს არ უკადრია. თურმე ზურაბიშვილს არ მოსწონს ეკლესიაში არსებული სიტუაცია, „ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეაო.“ წარმოდგენა თუ აქვს მაინც ვისზე და რას იძახის?! მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს, ამ ქალბატონს კი ჰყოფნის თავხედობა და ახალ პატრიარქზე გვესაუბრება, „ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის.“ ვინ ეკითხება პატრიარქის არჩევას სალომე ზურაბიშვილს? აი, აქ გამოჩნდა მისი პატრონების კიდევ ერთი შეკვეთა-ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს გაკონტროლების მზაკვრული სურვილი, რომელიც თავიანთ უვიც აგენტს გაახმოვანებინეს! აგენტიც ნაწილობრივ გამნაღმველივითაა და საბედისწერო შეცდომას უშვებს, მგონი ასე მოვიდა სალომე ზურაბიშვილსაც და იმ ნაღმზე დააბიჯა ფეხი, რომელიც მის პოლიტიკურად დასამარებას დააჩქარებს!“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,762,170 ნახვა