პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თუ პედოფილიის საკითხი დგას პრობლემად, მისი გადაწყვეტის უმკაცრესი ნორმები არსებობს, მაგრამ არათუ დასჯის, არამედ ლგბტ პროპაგანდის უბრალო ადმინისტრაციული ხარისხის ამკრძალავი ნორმაც კი არ არსებობს

„თუ პედოფილიის საკითხი დგას პრობლემად, მისი გადაწყვეტის უმკაცრესი ნორმები არსებობს, მაგრამ არათუ დასჯის და უმკაცრესი ნორმები, არამედ ლგბტ პროპაგანდას უბრალო ადმინისტრაციული ხარისხის ამკრძალავი ნორმაც კი არ აქვს“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, პედოფილია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომელსაც უმკაცრესი სასჯელი გააჩნია. მდინარაძე ასევე, პარალელს ავლებს პედოფილიასა და ლგბტ პროპაგანდას შორის და აცხადებს, რომ ერთზეც და მეორეზეც უმკაცრესი სასჯელებია, მაგრამ ლგბტ პროპაგანდაზე, არათუ უმკაცრესი სასჯელები, არამედ უბრალო ადმინისტრაციული ხარისხის აკრძალვაც კი არ არის.

„როდესაც პედოფილიაზე ვლაპარაკობთ, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა რომლისთვისაც არსებობს ნორმა, უმკაცრესი სასჯელი და როგორც კი მსგავსი ფაქტი გამოვლინდება, უმკაცრესად უდგებიან სამართალდამცველები და შესაბამისი სასჯელი არის უმკაცრესი. გაუპატიურებაზე, პედოფილიაზე არის უმკაცრესი სასჯელები. აღსრულებაშიც უმკაცრესად ისჯებიან. ერთზეც და მეორეზეც უმკაცრესი სასჯელებია, მაგრამ ლგბტ პროპაგანდაზე, განსხვავებით ამისა, არათუ უმკაცრესი სასჯელები, არამედ უბრალო ადმინისტრაციული ხარისხის აკრძალვაც კი არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,760,252 ნახვა