პოლიტიკა

აუცილებელია ახალგაზრდა თაობის დაცვა ამ მავლენბლური პროპაგანდისგან – ღარიბაშვილი კანონპროექტზე ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ

ჩვენი ხალხის 90%-ზე მეტი ასე არის განწყობილი, რომ აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების, ახალგაზრდა თაობის დაცვა ამ მავნებლური, ანტიეროვნული, ანტიადამიანური პროპაგანდისგან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ამ მხრივ, მთელს მსოფლიოში საგანგაშო ვითარებაა.

„გადახედეთ, რა ხდება მთელ მსოფლიოში, როგორი ტენდენცია მიმდინარეობს. მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია, აღვირახსნილი პროპაგანდა მიმდინარეობს. ბაღებსა და სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ბავშვებს ეუბნებიან, რომ თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი, შეგიძლიათ რომ შეიცვალოთ. დღეს არის საგანგაშო ვითარება.

ჩვენ გუნდში გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა და საპარლამენტო უმრავლესობა გამოვიდა ამ ინიციატივით. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას სწორად გაიგებს. ისევე, როგორც თავის დროზე მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, მაშინ მე გავახმოვანე ინიციატივა, რომელიც უკავშირდებოდა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას კონსტიტუციაში და შემდეგ კონსტიტუციაში ჩაიწერა ქორწინების დეფინიცია, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა. ეს არის საკითხები, რომელთაც სჭირდება ძალიან სერიოზული მიდგომა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, 29 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიზანიც საზოგადოების დაცვაა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი შედეგებისგან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,761,545 ნახვა