უცხოური მედია

Washington Times – კანადაში პოლიცია მოსახლეობას ურჩევს, გაუადვილონ ქურდებს ავტომობილების მოპარვა

კანადაში საგრძნობლად გაიზარდა ავტომობილების გატაცებების რიცხვი, ამიტომ, პოლიციას ახალი იდეა დაებადა  – სჯობს, დამნაშავეებს გაუადვილდეთ მანქანის მოპარვა. ინფორმაციას „ვაშინგტონ თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტორონტოში, ადგილობრივმა სახელმწიფო მოხელეებმა, მათ შორის, პოლიციელებმა მოსახლეობას შესთავაზეს ავტომობილების გასაღებები სახლთან ახლოს, გამოსაჩენ ადგილზე შეინახონ, რათა ქურდებს გაუადვილდეთ პოვნა. ასეთი მიდგომა მიმართულია მძრცველების მიერ სახლებში შევარდნის რისკის თავიდან აცილებისკენ. პოლიციას მიაჩნია, რომ ბოროტმოქმედი დაკმაყოფილდება ადვილად მიღწევადი მიზნით, კერძოდ სატრანსპორტო საშუალების მოპარვით.

მათივე ვარაუდით, გასაღებების ხელმისაწვდომ ადგილზე დადებამ დამნაშავეს შესაძლოა, გადააფიქრებინოს ოჯახში შევარდნა და ძალადობრივი ქმედებები. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,660 ნახვა