უცხოური მედია

BBC: მოსკოვის ოლქში Crocus City Hall-ზე თავდასხმაში მონაწილე ორი პირი მოკლულია

22 მარტს მოსკოვის ოლქში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზზე ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილე, სულ მცირე, ორი პირი მოკლულია, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერთი თავდამსხმელი შემთხვევის ადგილას დაიღუპა, მეორე კი – ბრიანსკის ოლქში, სადაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა სავარაუდო ეჭვმიტანილთა Renault-ის მარკის ავტომობილს.

BBC-ის თქმით, მათ მოიპოვეს ერთ-ერთი მოკლული ტერორისტის პასპორტის ასლი. იგი 30 წლის ტაჯიკეთის მოქალაქეა, თუმცა, გამოცემა მისი სახელსა და გვარს არ ასახელებს. გავრცელებული ცნობებით, თავდამსხმელი 2018 წლამდე რუსეთის ქალაქ პოდოლსკში ცხოვრობდა. ის რუსეთში 90 დღეზე მეტხანს დარჩენისთვის 5000 რუბლით დააჯარიმეს და რუსეთიდან გასვლა უბრძანეს.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, ნანგრევებში მიმდინარე სამაშველო სამუშაოების შემდეგ, ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის ოთხივე ტერორისტი

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,794 ნახვა