უცხოური მედია

ისრაელური მედია: ისრაელმა სირიასა და იორდანიის თავზე ირანული დრონების ჩამოგდება დაიწყო

JPG edited with https://ezgif.com/resize

ისრაელმა სირიასა და იორდანიის თავზე ირანული დრონების ჩამოგდება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

მანამდე ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით თავდასხმა დაიწყო

„ცოტა ხნის წინ ირანმა თავისი ტერიტორიიდან ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა“, – ნათქვამია თავდაცვითი ძალების განცხადებაში.

ისრაელის არმიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყველა სამიზნეს აკონტროლებენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,686 ნახვა