სპორტი

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ფულადი ჯილდო, მილიონი ლარი გადაეცემა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ფულადი ჯილდო მილიონი ლარი გადაეცემა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისი არენაზე გამართულ გადამწყვეტ მატჩში დღეს საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მატჩს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ირაკლი კობახიძემ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს მადლობა გადაუხადა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა