სპორტი

ტრამპს მიაჩნია, რომ ფიფაში რუსეთის დაბრუნებამ შესაძლოა, უკრაინაში კონფლიქტის შეჩერებას შეუწყოს ხელი.

დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ფიფაში რუსეთის დაბრუნებამ შესაძლოა, უკრაინაში კონფლიქტის შეჩერებას შეუწყოს ხელი.

აშშ-ს პრეზიდენტმა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებში რუსეთის ნაკრების დაბრუნებას „კარგი სტიმული “ უწოდა. მისი თქმით, ამან შესაძლოა, უკრაინაში საომარი მოქმედებები შეაჩეროს. ამის შესახებ ტრამა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი ჯგუფის პირველ  სამუშაო  სხდომაზე განაცხადა. ჩემპიონატები კანადასა და აშშ-ში გაიმართება.

ამასთან, ტრამპმა აღიარა, რომ არ იცოდა, რუსეთი რომ დისკვალიფიცირებული იყო 2022 წლის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შემდეგ.

 „ეს სიმართლეა?“- კითხა მან ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ტურნირებზე რუსეთის დაბრუნების გადაწყვეტილება ფიფას კომპეტენციაა. მისივე თქმით, ამ საკითხში „ბოსი“ არის ინფანტინო. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა