ბრუკლინში, 27 მაისს გაიმართა დიასპორისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი, უკვე ტრადიციად ქცეული ფორუმი . ფორუმი ორგანიზებული იყო ორგანიზაცია “ქართული დიასპორის,” ინა ასანიძის და ირმა რუბინოს მიერ, მხარდამჭერების- “თვისტომი”, “ქართულ-ამერიკული ბიზნეს ასოციაცია” (GABA) და “უნივერსალური სერვისების სივრცე” (USSi) პარტნიორობით.
ფორუმი გახსნა ორგანიზაცია “ქართული დიასპორა ” თანადამფუძნებელმა ქალბატონმა ინა ასანიძემ, რომელიც აღნიშნული ფორუმის ინიციატორი და ორგანიზატორია ირმა რუბინოსთან ერთად. მონაწილეობას იღებდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენები სხვადასხვა შტატებიდან, რომლებიც წარმოადგენდნენ სათვისტომო ორგანიზაციებს, სადაზღვეო, საბანკო, სახელოვნებო, განათლების, ბიზნესის, იურიდიულ, საფინანსო-საბუღალტრო, სოციალური მედიის და სხვა სფეროებს.
ფორუმზე, მოწვეული სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი ქართლ-ამერიკული რესპუბლუკური ალიანსი , საქართველოს ბანკის დიასპორის დეპარტამენტის დირექტორი ქალბატონი ნატალია შათირიშვილი , დავით აღმაშენებლის აკადემიის რექტორი ქალბატონი ნამა ჯიქია ,ლიდერ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე“ ნათია შათირიშვილი, კომპანოა მარიგოლდის დირექტორი თამარ ნადირაძე.
ფორუმის ფარგლებში მოხდა არაერთი საკითხის განხილვა, რაც ეხება ახალ პოლიტიკურ რეალობას აშშ-ში.ასევე, იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგანან ქართველი ემიგრანტები. განხილული იყო ემიგრანტების ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობები, ქართული ბიზნესის წარმოების ტენდენციები, ბიზნესის სხვადასხვა სექტორების თანამშრომლობის გამოწვევები და შესაძლებლობები. ასევე, – ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა ემიგრანტების იურიდიული მომსახურება და საემიგრაციო სახის გამოწვევები, სადაზღვევო პაკეტები და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომა ემიგრანტებისთვის.
ფორუმი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და არაერთი სასარგებლო ინფორმაციის გაცვლა მოხდა, რაც დაეხმარება ქართულ სათვისტომოებს და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს, რათა ინფორმაცია სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, მაქსიმალურად გავრცელდეს ქართულ ემიგრაციაში.