„სამხედრო საზღვაო ძალებს შეუძლიათ ხმელთაშუა ზღვიდან ტომაჰავკის ერთი ზუსტი გასროლით დაასრულონ საქართველოში არსებული რუსეთის სასარგებლო ვაკხანალია. სამიზნეც ერთი ეყოლებათ და კი ვიცით რა სიზუსტით ისვრიან“,- წერსმწერალი ტორესა მოსი სოციალურ ქსელში.
ოპოზიციონერ პროპაგანდისტს მიაჩნია, რომ აშშ-ს ტომაჰავკი საქართველოს ხელისუფლებას ერთი გასროლით დაასრულებს. მისივე თქმით, ამერიკასთან ომი არ უნდა.
„ფერადი რევოლუციების ეტაპი დასრულებულია. ახლა პირდაპირ რკინის ენაზე ლაპარაკობს ამერიკა. ჩვენ არც ბუნკერები გვაქვს, არც ბირთვული პროგრამა, შესაბამისად B2 ბომბდამშენიც არავის დასჭირდება. ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების შეწუხებაც არაა საჭირო, სამხედრო საზღვაო ძალებს შეუძლიათ ხმელთაშუა ზღვიდან ტომაჰავკის ერთი ზუსტი გასროლით დაასრულონ საქართველოში არსებული რუსეთის სასარგებლო ვაკხანალია. სამიზნეც ერთი ეყოლებათ და კი ვიცით რა სიზუსტით ისვრიან.
ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ თავად ქოცებმა გააკეთეს ყველაფერი, რომ ქვეყანას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თანამედროვე სისტემა არ ჰქონოდა. ჰოდა, კაცს რა ღუპავსო და ორი რამეო: შიში და საკუთარი იდიოტიზმიო. იდექით ახლა და იმკითხავეთ, მოფრინდება თუ არა და როდის მოფრინდება ის ერთი ცალი ტომაჰავკი და თუ გგონიათ ქართველი ხალხი აღშფოთდება, იარაღს აისხამს და ამერიკას ომს გამოუცხადებს ღმერთმა შეგარგოთ ეგ რწმენა.
არ იზამსო, ასე გეგონათ და რაზეც გეგონათ არ იზამდა, უკვე ყველაფერი ქნა. სიის ბოლოში რომ წერიხართ, არაფერს ნიშნავს. უკვე სამჯერ გამოგზავნეს ცხადი და უცვლელი მესიჯი, რა უნდა გააკეთოთ, რომ ურთიერთობა გადაიტვირთოს. ასე უთხრეს ხამენეისაც, ასე დაიკიდა მანაც, ჰოდა აგერ კი იმკის თავისი იდიოტიზმის შედეგებს. ალბათ ისიც ფიქრობდა ამას არ იზამენო. ჰოდა, ტრამპიც გასაგებად ეუბნება, როცა შემოგთავაზეთ, მაშინ არ გინდოდათ ლაპარაკი და აწი ელაპარაკეთ ისრაელის და აშშ-ს არმიასო.
ჰოდა, მართლა სანამ ტომაჰავკი არ მოგხვდებათ, მანამდე ვერ მიხვდებით, რომ “არ შეგხვდები” და “არ დაგელაპარაკები” ტრამპის ადმინისტრაციასთან ვერანაირად ვერ დასრულდება კარგით ვერაფრით.
აბა ომი გინდათო? არა ბიჯო, არ გვინდა, მაგრამ ამერიკასთან ომი კიდევ უფრო არ გვინდა. აბა ვის გინდათ ამერიკასთან ომი? რუსეთისგან ამერიკამ ნამდვილად შეიძლება დაგიცვას, მაგრამ ჯერ არ მომხდარა, რომ რუსებს ვინმე დაეცვათ ამერიკისგან ეფექტურად. მაქსიმუმ გაქცეულ ტირანებს მისცენ ხოლმე თავშესაფარი პადმასკოვიეში. გიჩალიჩებთ ეგ თქვენი ჭკუიდან გადასული ბელადი და მიხვდეთ იქნებ რამენაირად“,-წერს ტორესა მოსი.