საზოგადოება

ნანუკა ჟორჟოლიანი: თორნიკე რიჟვაძე იყო ერთადერთი ქოცი, რომელიც სულ ურიცხავდა ფულს ბავშვებს… ამიტომ, იცოცხლოს ამ კაცმა და რომ გადარჩება, მოყვეს რა ჯოჯოხეთს ატარებენ

ნანუკა ჟორჟოლიანი თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობას ფეისბუქსტატუსით ეხმაურება.

„ვერ დავემსგავსები იმ ადამიანებს, ჩემი ფონდის ამბების დროს რომ ისე გაჩუმდნენ, თითქოს არაფერი ჰქონდათ მოსაყოლი.

ამიტომ უნდა დავწერო ეს სტატუსი.

ყველა გადასარჩენ ბავშვს, რომელსაც მძიმე დიაგნოზი აქვს დასმული ეკუთვნის სახელმწიფოსგან დახმარება.

ამ გზას , ხშირად ოჯახებთან ერთად გავდიოდით.

თორნიკე რიჟვაძე იყო ერთადერთი ქოცი, რომელიც სულ ურიცხავდა ფულს ბავშვებს.

უფრო მეტიც, ერთი ამბავი იყო ასეთი, ბავშვი სამეგრელოში ცხოვრობდა, სადაც უარი უთხრეს დახმარებაზე. ამ ბავშვს დედა ჰყავდა აჭარელი და გადმოაწერინა დედასთან რომ ფული ჩაერიცხა.

ათი ათასობით ლარზეა საუბარი.

ამიტომ იცოცხლოს ამ კაცმა და რომ გადარჩება მოყვეს, რა ჯოჯოხეთს ატარებენ ქოცები და კერძოდ სუსი“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა