საზოგადოება

ოპოზიციის აქტივისტი ალბი კორძაია ოპოზიციური მოძრაობა “ნაბიჯის” დამფუძნებელ ლუკა ჭოხონელიძეს ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებს: “ლუკა ჭოხონელიძემ გოგო გააუპატიურა, მე ამ ისტორიის მჯერა 100 პროცენტით”

ოპოზიციის აქტივისტი, ალბი კორძაია, ოპოზიციური მოძრაობა “ნაბიჯის” დამფუძნებელ ლუკა ჭოხონელიძეს ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მას ამ ისტორიის 100 პროცენტით სჯერა. კორძაია ავრცელებს გოგონას მიერ მოყოლილი გაუპატიურების შემთხვევის შესახებ ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ვნებათა ღელვა მოჰყვება, თუმცა, არ აპირებს პოსტის წაშლას.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტპზე, ალბი კორძაიას “ფეისბუქის” გვერდზე აღნიშნული პოსტი აღარ იძებნება.

“ეს პოსტი ძალიან დაგამძიმებთ, მაგრამ ეს უნდა გაიგოს ყველამ. ლუკა ჭოხონელიძემ გოგო გააუპატიურა, გოგოს არ უნდა გამოჩენა, არ უნდა ამაზე საუბარი, მისი მესმის. მე ამ ისტორიის მჯერა 100 პროცენტით რადგან, ახლა იქნება ძალიან რთული წასაკითხი. 2023-ში ჩემმა მეგობრებმა წამიყვანეს ნაბიჯის ოფისში, მაკამ და თორნიკემ. ბავშვები იქ სვამდნენ და მეც დავლიე ერთი-ორი ჭიქა., მაგ პერიოდში ჩემს ბინაში რემონტები მქონდა და ძალიან გადაღლილი ვიყავი, წავედი სხვა ოთახში და პუფებში ჩავწექი.

გამეღვიძა შეგრძნებისგან, რომ ვიღაც ხელებს მითათუნებდა სხეულზე, თავი რომ მოვატრიალე, დავინახე რომ ეს იყო ლუკა (იგორაშიც შემეშალა თავიდან, მაგ ისტორიას მეგობრებს რომ ვუყვებოდი ასე და ასე თქო და იმათმა იგორა მანდ საერთოდ არ ყოფილაო, ბოდიში იგორ, თქვენ ორი სულ მეშლებოდით). მოკლედ, ლუკამ თავი მოიკატუნა, ვითომ ეძინა, რომ აერიდებინა ჩემთან გარჩევები ალბათ. გავედი ისევ იმ ოთახში სადაც სვამდნენ, გავაღვიძე ჩემი მეგობარი თორნიკე და ეგრევე წამოვედით. იმის მერე მეზიზღება ეგ ბიჭი და პირად შურისძიებაში გადავიდა ყველაფერი რაც მას უკავშირდება. ამ პოსტს მოჰყვება ვნებათა ღელვა ვიცი, წინასწარ გეუბნებით, რომ პოსტის წაშლას არ ვაპირებ, წერეთ რაც გინდათ.ასევე მინდა მივმართო ადამიანებს, ვინც აფინასებს ამ ლუკას და თავის მეგობრების სამომავლო პოლიტიკურ კარიერას. უკაცრავად, შიგ ხომ არ გაქვთ?!” – წერს კორძაია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ჩუბინიძის დაკავებაზე: „ასავალ – დასავალმა“ ბინძური კამპანიით სერიოზული ზიანი მიაყენა მოლაპარაკებების, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს, რაც მიზანმიმართული მცდელობა იყო ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ჩუბინიძის დაკავებაზე: პროფესიული საქმიანობა არავის ათავისუფლებს პასუხიმგებლობისგან, სიტყვის თავისუფლება კი არ ნიშნავს უფლებას, ფაქტების გადამოწმების გარეშე გაავრცელო ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დომენტი ჩუბინიძის დაკავება იმ პროცესის კანონზომიერი ფინალია, როდესაც მედიასიტყვა იძენს პრეტენზიას სუროგატული პოლიტიკური პარტიის როლზე, როდესაც სარედაქციო სვეტები პოლიტიკურ შტაბად, ხოლო პუბლიცისტიკა – დეზინფორმაციული და ანტისახელმწიფოებრივი ნარატივების კონსტრუირების ინსტრუმენტად გარდაიქმნება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.