პოსტები სოციალური ქსელიდან

შალვა პაპუაშვილი: ევროკომისიის პრესსპიკერისგან მხარდაჭერილი და შეგულიანებული ადამიანები 4 ოქტომბერს დანაშაულზე წავიდნენ – ის კი 2 კვირაა ძალადობაში საკუთარ პასუხისმგებლობას ემალება და ქართველებს ეთნიკური ეპითეტებით მოგვმართავს

ევროკომისიის ამ პრესსპიკერისგან მხარდაჭერილი და შეგულიანებული ადამიანები 4 ოქტომბერს დანაშაულზე წავიდნენ, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ამ დროისთვის უკვე 62 ადამიანია დაკავებული და სასჯელს ელის.

„ევროკომისიის ამ პრესსპიკერისგან მხარდაჭერილი და შეგულიანებული ადამიანები 4 ოქტომბერს დანაშაულზე წავიდნენ. იმ დღეს ჩვენი ქვეყანა ბეწვზე გადაურჩა სისხლიან ქაოსს და 90-იანებში დაბრუნებას.

ამ დროისთვის უკვე 62 ადამიანია დაკავებული და სასჯელს ელის. პრესსპიკერი კი ორი კვირაა 4 ოქტომბრის ძალადობაში საკუთარ პასუხისმგებლობას გაცვეთილი პროპაგანდისტული ფორმულირებების უკან ემალება და ქართველებს ეთნიკური ეპითეტებით მოგვმართავს.

თავქარიანი აქტივიზმი ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკის სამწუხარო სახეა“, – წერს პაპუაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა