რეალითი შოუს ვარსკვლავმა და მეწარმემ, კიმ კარდაშიანმა, გაამჟღავნა, რომ მას ტვინის ანევრიზმა დაუდგინდა, რასაც სავარაუდოდ, ბოლო წლების განმავლობაში განცდილმა სტრესმა შეუწყო ხელი.
კარდაშიანმა ამის შესახებ თავისი საოჯახო სერიალის, „კარდაშიანების“ (The Kardashians) მეშვიდე სეზონის პრემიერის დროს განაცხადა, სადაც ნაჩვენებია მისი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI). ეპიზოდში ის ამბობს, რომ ექიმებმა მცირე ანევრიზმა აღმოაჩინეს და განუმარტეს, რომ ეს “უბრალოდ სტრესის” შედეგი შეიძლება იყოს.
ანევრიზმა არის თავის ტვინში სისხლძარღვის დასუსტებული კედლის გამობერვა. მცირე ზომის ანევრიზმების უმეტესობა არ იწვევს სიმპტომებს და ხშირად შემთხვევით აღმოჩნდება. კიმ კარდაშიანმა აღნიშნა, რომ დაძაბულობა, განსაკუთრებით ყოფილ მეუღლესთან, ქანიე უესტთან განქორწინების პროცესი, შესაძლოა ამ პრობლემის გამომწვევი ფაქტორი იყოს.









