პოლიტიკა

FT- აშშ-ში პატარა იარაღის მაღაზიამ უკრაინის სახელმწიფო კომპანია მილიონობით დოლარით მოატყუა

საცალო მაღაზიას, სახელწოდებით OTL Firearms, რომელიც ტუსონის გარეუბანში ერთსართულიან შენობაში მდებარეობდა, ექსპორტის გამოცდილებაც კი არ გააჩნდა. თუმცა, 2022 წლის მაისში, უკრაინულმა სახელმწიფო კომპანიამ „პროგრესი“ მას საბრძოლო მასალების დიდი შეკვეთით მიმართა.

„პროგრესი“ მაშინ არც ოფისში დროებით დამაგრებულმა აბრამ და არც სულ რამდენიმე გამოხმაურებამ (მიმოხილვამ) დააფიქრა. თუმცა, შესაძლოა „გონივრულმა ფასებმა“ დააინტერესა.

როგორც Financial Times (FT) აღნიშნავს, იმ დროს კიევი „შეიარაღების წყაროებს სასოწარკვეთილი ეძებდა“, რათა რუსეთის არმიის შეტევები მოეგერიებინა.

მხარეებმა $1 მილიარდის ღირებულების გარიგებას ხელი ერთი თვეში მოაწერეს, ხოლო ნოემბრისთვის „პროგრესმა“ იარაღის კომპანიის ანგარიშზე ავანსის სახით €17 მილიონი გადარიცხა. საბოლოოდ, უკრაინის სახელმწიფო კომპანიას არცერთი ვაზნა არ მიუღია.

ახლა აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ OTL-ს დააკისრა, დაებრუნებინა მთელი თანხა, გადაეხადა პროცენტი და სასამართლო ხარჯები.

გამოთვლებით, ეს დაახლოებით €20 მილიონია. იარაღის მაღაზიის საქმიანობა ტუსონის მისამართზე შეწყვეტილია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა