დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მხოლოდ ძალიან სულელ ებრაელს შეუძლია მისცეს ხმა ნიუ-იორკის მერის არჩევნებში „ებრაელების ცნობილ მოძულეს“ ზოჰრან მამდანის.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მამდანმა განაცხადა, რომ ნიუ-იორკის მართლმადიდებელ ებრაელებს შორის მხარდაჭერა მოიპოვა.
ზოჰრან მამდანმა გამოაქვეყნა ფოტო რაბინ მოშე ინდიგთან ერთად, რომელიც კონსერვატიული და ანტისიონისტური სატმარელი ხასიდების თემის ფრაქცია „ახრონიმის“ ლიდერია.
ამასთან, როგორც „New York Post“ იუწყება, ხასიდების უმრავლესობამ მხარი ენდრიუ კუომოს დაუჭირა, ხოლო რაბინი ინდიგის გამოსვლა იყო „სრულიად არასანქცირებული“.
Facebook Comments Box











