პოლიტიკა

“უმძიმესი დღე დადგა, ზარ-ზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაქტიკულად გაგვიყინა” – ზურაბიშვილი

პი­რა­დად ჩემ­თვის და ჩვენ­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ევ­რო­პუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის, უმ­ძი­მე­სი დღე დად­გა! – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ დღეს წარ­მოდ­გე­ნილ გა­ფარ­თო­ე­ბის ან­გა­რის ეხ­მა­უ­რე­ბა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ევ­რო­პუ­ლი გზის და­სა­ცა­ვად მო­ქა­ლა­ქე­ებს რუს­თა­ველ­ზე გა­მოს­ვლის­კენ მო­უ­წო­დებს.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ანტი ქარ­თულ­მა, ანტი ევ­რო­პულ­მა და რუ­სულ­მა პო­ლი­ტი­კამ მო­სა­ლოდ­ნე­ლი და ქვეყ­ნის­თვის ტრა­გი­კუ­ლი შე­დე­გი გა­მო­ი­ტა­ნა. ორი წლის წინ ზარ­ზე­ი­მით მი­ღე­ბუ­ლი კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, დღეს ევ­რო­კავ­შირ­მა ბუ­ტა­ფო­რი­ად შე­ა­ფა­სა და პრაქ­ტი­კუ­ლად გაგ­ვი­ყი­ნა.

ნათ­ლად და დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა კო­მი­სი­ამ , თუ რო­გორ – ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით- სა­ქარ­თვე­ლო ჩა­მო­ა­შო­რა ქარ­თულ ოც­ნე­ბამ ევ­რო­პულ პრინ­ცი­პებს, გზას და მის მო­მა­ვალს.

ამას ვერ და­ვუშ­ვებთ ! ვერ შე­ვე­გუ­ე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს ამ­გვარ მი­ტა­ცე­ბას, მის ორი­ენ­ტა­ცი­ის შეც­ვლას და ამ ის­ტო­რი­ულ შან­სის ხე­ლი­დან გან­ზრახ გაშ­ვე­ბას.

ეს რე­ჟი­მი ვი­ცით არა­ფერს გა­მო­ას­წო­რებს, არ­ცერთ რე­ფორ­მას არ ჩა­ა­ტა­რებს, ან­ტი­ევ­რო­პულ რი­ტო­რი­კას არ შე­ეშ­ვე­ბა და რუ­სუ­ლი კარ­ნა­ხით გა­აგ­რძე­ლებს უკუს­ვლას.

ამი­ტომ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ამ გზა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა მხო­ლოდ ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი! პრო­ტეს­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა, ერ­თო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გარ­და გზა ევ­რო­პის­კენ არ იქ­ნე­ბა!

ამი­ტომ ყვე­ლა გა­მო­ვი­დეთ უნდა და რუს­თა­ვე­ლი­დან ვუ­პა­სუ­ხოთ! კი­დევ ერთხელ ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი ხმა გა­ვა­გო­ნოთ! ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი გზა და­ვიც­ვათ!!! არ შე­ვე­გუ­ე­ბით!“, – წერს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა