პოლიტიკა

ვასილ მაღლაფერიძე ზურა გირჩი ჯაფარიძეზე: აქამდე ვიცოდით, რომ ადამიანებს ციხეში შეგდებით სჯიდნენ, დღეს კი შევიტყვეთ, რომ ციხეში იმდენად შეცვლილა ვითარება, რომ ახლა ციხიდან გამოყრით სჯიან, რაც, ცხადია, გვახარებს

აქამდე ვიცოდით, რომ ადამიანებს ციხეში შეგდებით სჯიდნენ, დღეს კი შევიტყვეთ, რომ ციხეში იმდენად შეცვლილა ვითარება, რომ ახლა ციხიდან გამოყრით სჯიან, რაც, ცხადია, გვახარებს, – წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე ზურა გირჩი ჯაფარიძის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ.

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ზურაბ ჯაფარიძისგან ისიც გახდა ცნობილი, რომ ციხეში ყველაზე დიდი სირთულე სექსის ნაკლებობა ყოფილა, რამაც ავტორს ირონიული სიხარული მოჰგვარა, როგორც საბჭოთა კავშირში დაბადებულს, სადაც სექსი საერთოდ არ იყო.

„ ჩვენო ყოვლად უჭეშმარიტესო ტელევიზიის რედაქციავ! დღევანდელ საინფორმაციო გამოშვებაში თქვენმა ჟურნალისტმა პატიმრობიდან ახლადგანთავისუფლებულს ჰკითხა – “ფაქტობრივად გამოგაგდეს ხომ ციხიდანო?!” პატიმარმაც დაუდასტურა, “ჩექ აუთი” თერმეტის ნახევრამდე მქონდა, ციხის ადმინისტრაციამ კი ორი საათით ადრე დამაცლევინა საკანი და ქუჩაში გამომდგაო. აქამდე ვიცოდით, რომ ადამიანებს ციხეში შეგდებით სჯიდნენ, დღეს კი შევიტყვეთ, რომ ციხეში იმდენად შეცვლილა ვითარება, რომ ახლა ციხიდან გამოყრით სჯიან, რაც, ცხადია, გვახარებს. გავიგეთ ისიც, რომ ციხეში ყველაზე დიდი სირთულე სექსის ნაკლებობა ყოფილა, რამაც ასევე ძალიან გაგვახარა, განსაკუთრებით კი ის თაობა, რომელიც დავიბადეთ საბჭოთა კავშირში, სადაც, როგორც მოგეხსენებათ, სექსი საერთოდ არ იყო. დღეს ვხედავთ, რომ ამ მიმართულებითაც წინ წავსულვართ – სექსი გვაქვს, მაგრამ ამჯერად მისი ნაკლებობა აწუხებს. სამწუხაროდ, ჟურნალისტმა, დროის სიმცირის გამო, ვერ მოასწრო, ჩაღრმავებოდა, სექსის ნაკლებობის ფუნდამენტურ მიზეზებს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ პატიმარს არ სურდა ციხის დატოვება, სექსის ნაკლებობის მიზეზი შეიძლება იყოს არა იმდენად ციხე, რამდენადაც გლობალური დათბობა ან არასტაბილური ვითარება მსოფლიოში. თუმცა, ეს მხოლოდ წინასწარი ვარაუდებია და რათა საკითხში ამომწურავად გავერკვეთ, იქნებ შემდეგ რეპორტაჟებში მოგვაწოდოთ დაზუსტებული რიცხვები და გრაფიკები, თუ როგორ აისახება “სექსის ნაკლებობა” ყოველკვირეულ, ყოველთვიურ და კვარტალურ ჭრილში და რამდენად შეესაბამება ეს მონაცემები საერთაშორისო სტანდარტებს?! დაბოლოს. გთხოვთ ერთ კითხვაზეც გვიპასუხოთ – თქვენი ჟურნალისტები პენიტენციალური სისტემის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობენ, თუ საახალწლოდ რაიმე ახალ იუმორისტულ შოუს დგამენ? თქვენი ერთგული მაყურებელი“,- წერს ვასილ მაღლაფერიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.