განცხადება · 128 ნახვა
ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე
„მინდა პარალელი გავავლო როინ შავაძის საქმესთან - ხომ არ გეცნობათ ხელწერა, რომ გარდაცვლილი ადამიანის დატირების უფლებას არ აძლევდნენ ოჯახის წევრებს?“
ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, თავად დასკვნაშიც არის ნახსენები, საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, საზოგადოებრივი საბჭოს ეგიდით მომზადებული ანგარიში 2014 წელს, თან ერთვის შესაბამისი ბმული და ძალიან დეტალურად არის მიმოხილული ეს შემთხვევა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.
მისი განმარტებით, ლაფანყურის საქმე, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის, გია ლორთქიფანიძის ქმედების გამო მოხდა, რომლის მითითებითაც სპეცოპერაციისას დაღუპული ზოგიერთი მეომრის ოჯახის წევრებს ცხედრები იმავე ღამეს, ჩუმად დაკრძალვის პირობით გადასცეს, დანარჩენი მებრძოლები კი თავდაპირველად ე.წ. უპატრონოთა სასაფლაოზე დაკრძალეს და მოთხოვნის მიუხედავად, ოჯახებს დიდხანს არ გადასცემდნენ ცხედრებს. ჭეიშვილმა პარალელი გაავლო როინ შავაძის საქმესთან და განაცხადა, რომ ერთნაირი ხელწერაა, როდესაც ოჯახს დატირების შესაძლებლობასაც კი არ აძლევდნენ.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„კითხვას იმასთან დაკავშირებით, ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმე რატომ მოხვდა სარჩელში, უმარტივესად ვუპასუხებ, ერთ ერთ აბზაცს წავიკითხავ მარტო, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მოქმედებას - საუბარია ისევ და ისევ გია ლორთქიფანიძეზე, რომელიც მაშინ იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. „მისი მითითებით, სპეცოპერაციის დროს დაღუპული ზოგიერთი მეომრის ოჯახის წევრებს ცხედრები მხოლოდ იმ პირობით გადასცეს, რომ იმავე ღამეს ყოველგვარი რიტუალების გარეშე ჩუმად დაკრძალავდნენ და სასაფლაოზე ხალხი არ მივიდოდა. დაკრძალვაზე დასწრების უფლება მხოლოდ გარდაცვლილთა მამებს მისცეს, დანარჩენი მებრძოლების ცხედრები თავდაპირველად დაკრძალეს აეროპორტის სიახლოვეს, ეგრეთ წოდებულ უპატრონოთა სასაფლაოზე, მოთხოვნის მიუხედავად ცხედრებს დიდხანს არ გადასცემდნენ მათი ოჯახის წევრებს.“ მე მინდა ასევე პარალელი გავავლო, ჩვენს ამავე სარჩელშიც და დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ძალიან დეტალურად არის მიმოხილული როინ შავაძის საქმე. ხომ არ გეცნობათ ხელწერა იმასთან დაკავშირებით, რომ გარდაცვლილი ადამიანის დატირების უფლებას არ აძლევდნენ ელემენტარულად ოჯახის წევრებს - ეს თქვენთვის არაფერზე მეტყველებს? არაფერზე მიანიშნებს?“ - განაცხადა ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.
თორნიკე ჭეიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“
- თორნიკე ჭეიშვილი„თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია გადააზღვევს შემთხვევებს, როდესაც ბოროტად შეიძლება იქნას გამოყენებული მოპოვებული დემოკრატიული მანდატი - სწორედ დემოკრატიის პრინციპთან და კონსტიტუციურ წყობილებასთან მოდის აშკარა კონფლიქტში ის განცხადებები, ქმედებები და რაც მთავარია, მიზნები, რაც დაფიქსირდა“
- თორნიკე ჭეიშვილი„2021 წელს სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრა რუსეთს, 2022 წელს ჰააგაში დაკავების ორდერები იქნა გამოცემული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენ პირებზე, 2023 წელს საბოლოოდ დადასტურდა, რომ ქართველ სამხედროებს არანაირი დარღვევა არ ჩაუდენიათ“
- თორნიკე ჭეიშვილი„პატიმარმა სააკაშვილმა პატიმარ რომან შამათავას „საქართველოს ეროვნული გმირი“ უწოდა - გამამტყუნებელ განაჩენებში არის ეპიზოდები, როდესაც აღნიშნული პირის მონაწილეობით ხდებოდა პირთა მკვლელობები და შემდგომ, მათი სხეულის გადაყრა ღია ზღვაში“
