ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 18 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი10°C
  • გორი8°C
  • ახალციხე7°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია3°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ24 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ21:17
თორნიკე ჭეიშვილი

განცხადება · 97 ნახვა

თენგო თევზაძეს

„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“

როდესაც ვსაუბრობთ დესტრუქციული მანდატის შესახებ და დესტრუქციულ უარზე მანდატთან დაკავშირებით, აქ არის პირველ ყოვლისა, შინაარსობრივი კომპონენტი მნიშვნელოვანი. აქ არის მნიშვნელოვანი, რა მიზნით ხდება და რა გარემოებით არის ნაკარნახები, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები, გააჩნია, რა ვითარებაა, ორგანიზებულად და ერთობლივად მიმართავენ ამ ზომას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა.

ჭეიშვილის თქმით, საუბარია არა იმაზე, პროცედურა იქნა დაცული თუ პირიქით, არამედ, თუ რა იყო ამ ინსტრუმენტის გამოყენების მიზანი, როდესაც საზოგადოებისგან მიღებული დემოკრატიული მანდატის ფონზე, ორგანიზებულად და ერთობლივად მოხდა, არა მხოლოდ შესაბამისი სიიდან პარლამენტში გასულების, არამედ მთელი სიების ჩახსნა.

„იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ პროცედურა იქნა დაცული თუ პირიქით, აქ იმაზეა ლაპარაკი, მიზანი რა იყო იმისა, რომ აღნიშნული ინსტრუმენტი იქნა გამოყენებული თქვენი მხრიდან. მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით. დემოკრატიული მანდატი, რომელიც თქვენ საზოგადოებისგან მიიღეთ, ფაქტობრივად, ასეთი ორგანიზებული ფორმით, ერთობლივად, არამარტო იმის, ვინც გასული იყო შესაბამისი სიიდან პარლამენტში, არამედ მთელი სიების ჩახსნა მოხდა. ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტის ლეგიტიმურობის არაღიარება, ზოგადად, კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება.“- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

თორნიკე ჭეიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. თორნიკე ჭეიშვილი„თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია გადააზღვევს შემთხვევებს, როდესაც ბოროტად შეიძლება იქნას გამოყენებული მოპოვებული დემოკრატიული მანდატი - სწორედ დემოკრატიის პრინციპთან და კონსტიტუციურ წყობილებასთან მოდის აშკარა კონფლიქტში ის განცხადებები, ქმედებები და რაც მთავარია, მიზნები, რაც დაფიქსირდა“
  2. თორნიკე ჭეიშვილი„მინდა პარალელი გავავლო როინ შავაძის საქმესთან - ხომ არ გეცნობათ ხელწერა, რომ გარდაცვლილი ადამიანის დატირების უფლებას არ აძლევდნენ ოჯახის წევრებს?“
  3. თორნიკე ჭეიშვილი„2021 წელს სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრა რუსეთს, 2022 წელს ჰააგაში დაკავების ორდერები იქნა გამოცემული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენ პირებზე, 2023 წელს საბოლოოდ დადასტურდა, რომ ქართველ სამხედროებს არანაირი დარღვევა არ ჩაუდენიათ“
  4. თორნიკე ჭეიშვილი„პატიმარმა სააკაშვილმა პატიმარ რომან შამათავას „საქართველოს ეროვნული გმირი“ უწოდა - გამამტყუნებელ განაჩენებში არის ეპიზოდები, როდესაც აღნიშნული პირის მონაწილეობით ხდებოდა პირთა მკვლელობები და შემდგომ, მათი სხეულის გადაყრა ღია ზღვაში“