განცხადება · 168 ნახვა
„თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია გადააზღვევს შემთხვევებს, როდესაც ბოროტად შეიძლება იქნას გამოყენებული მოპოვებული დემოკრატიული მანდატი - სწორედ დემოკრატიის პრინციპთან და კონსტიტუციურ წყობილებასთან მოდის აშკარა კონფლიქტში ის განცხადებები, ქმედებები და რაც მთავარია, მიზნები, რაც დაფიქსირდა“
თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, მათ შორის, გადააზღვევს შემთხვევებს, როდესაც ბოროტად შეიძლება იქნას გამოყენებული მოპოვებული დემოკრატიული მანდატი ხალხისაგან, ზოგადად, ეს იქნება პარლამენტის უსაფუძვლოდ არალეგიტიმურად გამოცხადება, არჩევნების იდეის დისკრედიტაცია თუ ა.შ., - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა.
მან უპასუხა პარტია "ახალის" წარმომადგენლის, თენგო თევზაძის შეკითხვას, რომელიც დაინტერესდა სხვა ქვეყნების მაგალითით, მომხდარა თუ არა პარტიის აკრძალვა არჩევნების შედეგების ან ხელისუფლების ლეგიტიმურობის არაღიარების გამო.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
როგორც ჭეიშვილმა აღნიშნა, მოსარჩელე მხარემ დესტრუქციული უარის ინსტიტუტის, როგორც თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის ერთ-ერთი კომპონენტის შესახებ, უკვე ისაუბრა, თუმცა, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია გადააზღვევს ისეთ შემთხვევებს, როგრიცაა ხალხისგან მინიჭებული მანტადის ბოროტად გამოყენება, არჩევნების დისკრედიტაცია და ა.შ.
"კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენ გვქონდა საუბარი, მათ შორის, მანდატზე, დესტრუქციული უარის ინსტიტუტის შესახებ, რომელიც ასევე თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის ერთ-ერთი კომპონენტი და ვფიქრობ, ძალიან ვრცლად ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ ეს არ არის აბსოლუტური პრივილეგია პარლამენტის წევრისთვის, მით უმეტეს, როდესაც ამას აქვს ორგანიზებული ხასიათი - ანუ, ერთობლივად ხდება როგორც მანდატებზე უარის თქმა, ისე შესაბამისი საარჩევნო სიების ჩახსნა უფლებამონაცვლეობის გამოსარიცხად და ა.შ. ეს განმარტებები ჩვენ სასამართლოსთვის მიცემული გვაქვს, სწორედაც რომ შუაშია და ამიტომ, კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით ამ თემას და განვმარტავთ, რომ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, მათ შორის, გადააზღვევს შემთხვევებს, როდესაც ბოროტად შეიძლება იქნას გამოყენებული მოპოვებული დემოკრატიული მანდატი ხალხისაგან, ზოგადად, ეს იქნება პარლამენტის უსაფუძვლოდ არალეგიტიმურად გამოცხადება, არჩევნების იდეის დისკრედიტაცია თუ ა.შ. - საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ სწორედ დემოკრატიის პრინციპთან და შესაბამისად, კონსტიტუციურ წყობილებასთან მოდის აშკარა კონფლიქტში ის განცხადებები, ქმედებები და რაც მთავარია მიზნები, რაც დაფიქსირდა," - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
თორნიკე ჭეიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“
- თორნიკე ჭეიშვილი„მინდა პარალელი გავავლო როინ შავაძის საქმესთან - ხომ არ გეცნობათ ხელწერა, რომ გარდაცვლილი ადამიანის დატირების უფლებას არ აძლევდნენ ოჯახის წევრებს?“
- თორნიკე ჭეიშვილი„2021 წელს სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრა რუსეთს, 2022 წელს ჰააგაში დაკავების ორდერები იქნა გამოცემული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩამდენ პირებზე, 2023 წელს საბოლოოდ დადასტურდა, რომ ქართველ სამხედროებს არანაირი დარღვევა არ ჩაუდენიათ“
- თორნიკე ჭეიშვილი„პატიმარმა სააკაშვილმა პატიმარ რომან შამათავას „საქართველოს ეროვნული გმირი“ უწოდა - გამამტყუნებელ განაჩენებში არის ეპიზოდები, როდესაც აღნიშნული პირის მონაწილეობით ხდებოდა პირთა მკვლელობები და შემდგომ, მათი სხეულის გადაყრა ღია ზღვაში“
