ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი8°C
  • ქუთაისი6°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი5°C
  • თელავი6°C
  • გორი4°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−4°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲡᲮᲕᲐ21 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ10:19
ტულსი გაბარდი

განცხადება · 145 ნახვა

„დიფ სთეითის ომის გამჩაღებლები ცდილობენ ხელი შეუშალონ პრეზიდენტ ტრამპის უკრაინაში მშვიდობის დამყარების მცდელობას“

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა „სიცრუე და პროპაგანდა“ უწოდა Reuters-ის პუბლიკაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მთლიანი უკრაინის დაპყრობა და საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში შემავალი ევროპული ქვეყნების დაბრუნება სურს.

„არა, ეს ტყუილი და პროპაგანდაა. Reuters-ი ნებაყოფლობით ეწევა იმ ომის გამჩაღებლების მხარდაჭერას, რომლებსაც პრეზიდენტ ტრამპის დაუღალავი ძალისხმევის ჩაშლა სურთ – ძალისხმევისა, რომელიც მიმართულია ამ სისხლიანი ომის დასრულებისკენ, რომელმაც ორივე მხრიდან მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სახიფათოა, რომ თქვენ ავრცელებთ ამ მცდარ ნარატივს პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის დასაბლოკად და ხალხში ისტერიასა და შიშს აღვივებთ, რათა აიძულოთ ისინი მხარი დაუჭირონ ომის ესკალაციას, რაც სინამდვილეში ნატოსა და ევროკავშირს სურთ, რათა შეერთებული შტატების არმია რუსეთთან ომში უშუალოდ ჩაითრიონ.

დიფ სთეითის ომის გამჩაღებლები ცდილობენ ხელი შეუშალონ პრეზიდენტ ტრამპის უკრაინაში მშვიდობის დამყარების მცდელობას. რუსეთს არ აქვს უკრაინის დაპყრობისა და ოკუპაციის შესაძლებლობა, აღარაფერი რომ ვთქვათ ევროპაში შეჭრასა და დაპყრობაზე“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

გაბარდის თქმით, სინამდვილეში აშშ-ის დაზვერვამ პოლიტიკოსებს აცნობა, რომ „რუსეთი ცდილობს თავი აარიდოს ნატოსთან უფრო ფართომასშტაბიან ომს“.

გამოცემა Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ამერიკული სპეცსამსახურების ანგარიშები შეიცავდა გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ პუტინს მთელი უკრაინის ხელში ჩაგდება და ევროპის იმ ნაწილების დაბრუნება აქვს განზრახული, რომლებიც „ყოფილ საბჭოთა იმპერიას ეკუთვნოდა“.