ოპოზიციის აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი ადასტურებს, რომ მიმდინარე აქციებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები აფინანსებენ. კერძოდ, მეყანწიშვილი ვიდეოში აცხადებს, რომ მამუკა ტოროშელიძეს აქციისთვის დინამიკები სწორედ ირმა ინაშვილმა გადასცა. ამასთან, დავით თარხან-მოურავმა გარკვეული თანხა გადასცა დინამიკების და პიკაპის დასაქირავებლად.
„ნერვები მეშლება რა. მამუკა ტოროშელიძემ საიდან მოათრია ეს დინამიკები, ვინ მისცა და ვინ აფინანსებს იცი? – ირმა ინაშვილი. გუშინ ლაივში გვქონდა განხილვა. გუშინ წინ მოვიწვიეთ და აღიარა. პაატას შუშანასთვის მიუწერია და შუშანამ, ჩემთვის არ მოუწერიათ, თუ სჭირდებოდათ, თორემ უპრობლემოდ ვათხოვებდიო… ერთიდაიმავე ტექსტი მივწერეთ შუშანას და ინაშვილსო და ინაშვილმა-მოდით, წაიღეთ ჩემიაო. და კვირკვაია მეუბნება, თარხან-მოურავმა ფული მოგვცაო და დინამიკები და პიკაპი უნდა ვიქირაოთო. ტოროშელიძემ ეს ყველაფერი აღიარა, რომ მერე რაო, ბრძოლაში რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნებაო“- აცხადებს მეყანწიშვილი.











