პოლიტიკა

სოსო შატბერაშვილი: კრიტიკას ვერ უძლებს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც დღემდე ამტკიცებს, რომ 2030 წლისათვის, საქართველო ყველაზე მომზადებული იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისათვის – თუ ხელისუფლება მართლა აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაშინ, უნდა დათმოს სუვერენიტეტი, თავისუფალი სიტყვა და დასცეს “ენჯეოკრატიას” ხელისუფლება

პოლიტიკური პარტია “მემარცხენე ალიანსის” ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს საგარეო კურსის გადახედვის საჭიროებაზე საუბრობს და ხელისუფლების პოზიციას აკრიტიკებს.

მისი განცხადებით, ევროკავშირი აღარ არის ის გაერთიანება, რაც ორი ათეული წლის წინ იყო, ამ ფონზე, ხელისუფლების მტკიცება, რომ 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის, მიუღებელია და კონსტიტუციის 78-ე მუხლი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან, ის ქართველი ერის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

“იმ ევროკავშირის ნაცვლად, რომელიც სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ კეთილდღეობის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და განვითარების მაგალითი იყო, დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სურათი გვაქვს. ამ ფონზე, კრიტიკას ვერ უძლებს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც დღემდე ამტკიცებს, რომ 2030 წლისათვის, საქართველოს მთავრობა ყველაზე უფრო მომზადებული იქნება დანარჩენ [კანდიდატ] წევრებს შორის, ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. თუ ჩვენი ხელისუფლება მართლა აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაშინ, უნდა დათმოს სუვერენიტეტი, თავისუფალი სიტყვა, უნდა გადასცეს “ენჯეოკრატიას” ხელისუფლება. თუ არ აპირებს, მაშინ, უნდა განაცხადოს მკაფიოდ და მიკიბ-მოკიბვის გარეშე, რომ ჩვენ ვაუქმებთ 78-ე მუხლს კონსტიტუციაში, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ერის ინტერესებს.” – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.