პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი- თუ ევროკავშირში შეცვლიან მიდგომებს, ეს სასარგებლო იქნება მათთვისაც, ვინაიდან ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი, ჩვენი უნიკალური  ადგილმდებარეობიდან გამომდინარე

ზოგადად, ჩვენ რა თქმა უნდა, მზაობა გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები განახლდეს, თუმცა უნდა იყოს შემხვედრი ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. 

მაჭავარიანი აცხადებს, რომ თავად ევროკავშირი არ არის მზად, საქართველოს ხელისუფლებასთან საგნობრივ დიალოგზე, რაზეც დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლაც მეტყველებს.    

მისივე თქმით, თუ ისინი შეცვლიან ამ მიდგომებს, ეს ძალიან სასარგებლო იქნება ევროკავშირისთვისაც. 

“საზოგადოებას შევახსენებ, რომ 21 ნოემბერს, როდესაც ჩანიშნული იყო შეხვედრა, თვეებით ადრე მზადდებოდა ეს შეხვედრა. ჩვენი დელეგაცია უნდა ჩასულიყო ევროკავშირში იმისთვის, რომ ფაქტებით და მტკიცებულებებით გაეარათ აბსოლუტურად ყველა ბრალდება, რაც მოდის ევროკავშირის მხრიდან. მათ გაუგებარი მიზეზის გამო გადადეს, პირდაპირ ჩაშალეს  ეს შეხვედრა, რაც იმის მანიშნებელი და ინდიკატორია, რომ ისინი მზად არ არიან, რომ ჩვენთან საგნობრივ დიალოგში შემოვიდნენ  და მხოლოდ აღქმებზე დაფუძნებული კრიტიკა უნდა ვისმინოთ მათი მხრიდან. თუ ისინი შეცვლიან ამ მიდგომებს, ეს ძალიან სასარგებლო იქნება ევროკავშირისთვისაც, ვინაიდან ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი, ჩვენი უნიკალური  ადგილმდებარეობიდან გამომდინარე”- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – საქართველო აგენტურის გარეშე, ერთხელ და საბოლოოდ გვჯერა, რომ თუ ეს პროცესი [საკონსტუტუციო სარჩელი] ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ეს პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – თქვენ მეკითხებით რა შუაშია გახარიას პარტია? მე გეტყვით, რომ შუაშია, რა მნიშვნელობა აქვს რეჟიმთან როდის დაამყარებს კოალიციას? კოალიციის დამყარება რას ნიშნავს? ე.ი ის იზიარებს მის ფუნდამენტურ მრწამსს პოლიტიკის

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.