პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი ჰერჩინსკის: სანამ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერევით და „დემოკრატიის გაკვეთილებს“ ჩაგვიტარებთ, იქნებ ჯერ საკუთარ ქვეყანაში მიხედოთ დემოკრატიას და საკუთარ თვალში მოძებნოთ დირე

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის სოციალურ ქსელში მიმართავს და პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას.

სადღობელაშვილის განცხადებით, პოლიციამ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა ალყაში მოაქცია, შენობაში სპეცდანიშნულების რაზმები შეიყვანა, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ძალისმიერი მეთოდებით შეუჩერა.

სადღობელაშვილი ჰერჩინსკის მოუწოდებს, სანამ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერევიან და „დემოკრატიის გაკვეთილებს“ ჩაატარებენ, ჯერ საკუთარ ქვეყანაში მიხედონ დემოკრატიას.

„ მივმართავ საქართველოში ევროკავშირის ელჩს ბნ პაველ ჰერჩინსკის!

  • ბატონო ელჩო ეს არის თქვენი საქებარი „ევროპული სტანდარტი“?!
    მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენსც ინტერესით ვადევნებთ თვალს, რა ხდება დღეს თქვენს მშობლიურ პოლონეთში. მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები შეიყვანა, შენობა ალყაში მოაქცია, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ძალისმიერი მეთოდებით შეუჩერა.
    ახლა კი ძალიან მარტივი და კონკრეტული კითხვები გვაქვს თქვენთან: ეს არის ის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომლის მაგალითადაც ევროკავშირი მოგვიწოდებს? სპეცრაზმით საკონსტიტუციო სასამართლოში შეჭრა და შენობის ალყაში მოქცევა „ევროპული სტანდარტია“? როდესაც საქართველოს მთავრობას ყოველდღიურად აკრიტიკებთ და „დემოკრატიულ უკუსვლაზე“ საუბრობთ, საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე ამ პოლიციურ პროცესებზე რას იტყვით?
    სანამ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერევით და „დემოკრატიის გაკვეთილებს“ ჩაგვიტარებთ, იქნებ ჯერ საკუთარ ქვეყანაში მიხედოთ დემოკრატიას და საკუთარ თვალში მოძებნოთ დირე!“ – წერს სადღობელაშვილი.
Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი ჰერჩინსკის: სანამ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერევით და „დემოკრატიის გაკვეთილებს“ ჩაგვიტარებთ, იქნებ ჯერ საკუთარ ქვეყანაში მიხედოთ დემოკრატიას და საკუთარ თვალში მოძებნოთ დირე

პოლიტიკა

გია აბაშიძე: პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში კონსტიტუციური წესრიგის საფრთხეზე საგანგებო განცხადება უკვე გააკეთა. Pan Herczyński, ნუთუ თქვენი პრეზიდენტის ეს საგანგაშო გაფრთხილება უფრო ნაკლებ შეშფოთებას იმსახურებს, ვიდრე საქართველოს შესახებ თქვენი მუდმივი ევროფლიდური განცხადებები?

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.