ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი7°C
  • თელავი7°C
  • გორი4°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი8°C
  • ამბროლაური3°C
  • მესტია1°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ8 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ14:15
ზურაბ ჯაფარიძე

განცხადება · 83 ნახვა

„აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკა კავკასიასთან, საქართველოსთან მიმართებით არ არის ისეთი, რომ მადუროს მიმართ ჩატარებული ოპერაციის კონტექსტში აქ რაღაც მოლოდინი გავაჩინოთ“

აქ თუ ძალებს მოვიკრებთ და ერთიანი ფრონტი გვექნება, ამ შემთხვევაში მეტ მხარდაჭერას უნდა ველოდოთ როგორც ამერიკის ადმინისტრაციისგან, ისე ევროპიდან, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებიდან ციტატის გავრცელებაზე, რომელშიც ნათქვამია: „ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენსავე ნახევარსფეროში არსებობდეს ვენესუელის მსგავსი ქვეყანა, რომელიც იქნება კონტროლის ზონა და გზაჯვარედინი „ჰეზბოლასთვის“, ირანისთვის და ნებისმიერი სხვა მავნე გავლენისთვის როგორც ამ ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში. ეს უბრალოდ არ მოხდება“.

ჯაფარიძის თქმით, აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკა კავკასიასთან, საქართველოსთან მიმართებით არ არის ისეთი, რომ ვენესუელაში აშშ-ის მიერ ჩატარებული ოპერაციის კონტექსტში აქ რაღაც მოლოდინები გაჩნდეს.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ კონტექსტში უნდა შევხედოთ მაგას, რომ რადგან მადუროსთან მიმართებაში ოპერაცია ჩაატარეს, აქ რაღაც მაგის მოლოდინი უნდა გავაჩინოთ და საქართველოში რამე ოპერაციას ჩაატარებენ. არ არის დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაციის პოლიტიკა კავკასიასთან, საქართველოსთან მიმართებით ეგეთი. ისინი მეტად არიან კონცენტრირებულები საკუთარ ნახევარსფეროზე, საკუთარ ნახევარსფეროში აკეთებენ რაღაცებს და მოლოდინი, რომ აქეთაც რამე ეგეთს იზამენ – არა. სხვა ტიპის მხარდაჭერა გვჭირდება, ოღონდ მაგ მხარდაჭერას აქ ძალების მოკრება სჭირდება, თუ აქ ძალებს მოვიკრებთ და გვექნება ერთიანი ფრონტი, ამ შემთხვევაში მეტ მხარდაჭერას უნდა ველოდოთ როგორც ამერიკის ადმინისტრაციისგან, ისე ევროპიდან“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზურაბ ჯაფარიძე„ბავშვები ასე მხოლოდ ლენინს უყვარდა“
  2. ზურაბ ჯაფარიძე„არ მიმიღია [გირაოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება] და ჯერ ცოტა ხანი ფიქრი დამჭირდება“