პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: უახლოეს დღეებში მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას საჩივრით. იმედი გვაქვს, რომ ამ დონეზევე აღიარებს BBC, რომ ფაბრიკაცია და მანიპულაცია იყო ის სიუჟეტი, თუ არ აღიარებს, მაშინ სხვა სხვა ინსტანციებიც არის

უახლოეს დღეებში ჩვენ უკვე მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას საჩივრით, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ BBC-ის ფილმთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვიილს განმარტებით, საჩივარი უკვე მომზადებულია და მის შესატანად ვადა ჯერ კიდევ არის.

„პროცედურა შემდეგია – თავდაპირველად უნდა მოხდეს საჩივრის შეტანა BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციაში – ამ სამართლებრივ კაზუისტიკაშიც გავერკვიეთ. შესაბამისად უახლოეს დღეებში ჩვენ უკვე მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას ჩვენი საჩივრით. იმედი გვაქვს, რომ ამ დონეზევე აღიარებს BBC, რომ ფაბრიკაცია და მანიპულაცია იყო ის სიუჟეტი, თუ არ აღიარებს, მაშინ სხვა სხვა ინსტანციებიც არის.

გასაგებია, რასაც ვითხოვთ – იყო მანიპულაციური სიუჟეტი და ამ მანიპულაციის აღიარებას ვითხოვთ. კონკრეტულად რა მოთხოვნები იქნება, ამ ყველაფერს გაიგებთ. ამ ეტაპზე არ ვაპირებთ, წინასწარ ვისაუბროთ, რა იქნება შინაარსი. როცა გასაჯაროვდება, მაშინ გახდება ცნობილი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. გასული წლის 1 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – საქართველო აგენტურის გარეშე, ერთხელ და საბოლოოდ გვჯერა, რომ თუ ეს პროცესი [საკონსტუტუციო სარჩელი] ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, ეს პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – თქვენ მეკითხებით რა შუაშია გახარიას პარტია? მე გეტყვით, რომ შუაშია, რა მნიშვნელობა აქვს რეჟიმთან როდის დაამყარებს კოალიციას? კოალიციის დამყარება რას ნიშნავს? ე.ი ის იზიარებს მის ფუნდამენტურ მრწამსს პოლიტიკის

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.