უცხოური მედია

ლიზ ტრასი: ახალ ელიტას არ ადარდებდა ბრიტანეთის მდგომარეობა ან მისი ხალხის კეთილდღეობა, არამედ, ისეთი კონცეფციები, როგორებიცაა დეცენტრალიზაცია, კლიმატის ცვლილება, სოციალური სამართლიანობა – ეს იყო კაცობრიობის შეურაცხმყოფელი ხედვა

მოგვწონს თუ არა, ბრიტანეთში დღეს ჩვენ “ბლერის სახლის” ქვეშ ვცხოვრობთ. მას ქვეყანაზე უფრო დიდი გავლენა ჰქონდა, ვიდრე ნებისმიერ პრემიერ-მინისტრს მის შემდეგ. ჩვენი ყველა პრობლემა – ნელი ეკონომიკა, მასობრივი მიგრაცია, ორსაფეხურიანი სამართალი და კულტურული დაცემა – მის მემკვიდრეობამდე მიდის. აღმოჩნდა, რომ 1990-იანი წლები სინამდვილეში უბედურების ათწლეული იყო: ცივი ომის მოგების შემდეგ გადავწყვიტეთ გაგვეფლანგა ყველაფერი, რამაც დიდება მოგვიტანა,  – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა, საკუთარი შოუს ემ-6 ეპიზოდში გაანცხადა.

ყოფილმა პრემიერმა მიმოიხილა დიდი ბრიტანეთის მდგომარეობა 80-იანი წლებიდან და სახელმწიფოში დღეს არსებული ვითარება ტონი ბლერის მმართველობას დაუკავშირა. 

მისი თქმით, სწორედ ბლერის პრემიერ-მინისტრობისას. ტრასი მიიჩნევს, რომ 60-70-იან წლებში რადიკალიზებულ ახალ პოლიტიკურ ელიტას, რომლებისთვისაც უდიდესი დანაშაული ინგლისელად ყოფნა იყო, აღარ ადარდებდა საკუთარი ხალხის კეთილდღეობა, არამედ, ისეთი ცნებები, როგორიცაა დეცენტრალიზაცია, საერთაშორისო განვითარება, კლიმატის ცვლილება და ა.შ.

“80-იან წლებში ქალბატონმა ტეტჩერმა ბრიტანეთის ეკონომიკური დაღმასვლის დროებითი შვება მოიტანა და პატრიოტებს იმედი მისცა. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ინტერლუდია აღმოჩნდა ბრიტანეთის ომისშემდგომი დაღმასვლის ისტორიაში.

ბლერმა კეინსიანიზმსა და სტატიზმს დაუმატა პოსტმოდერნიზმის, გლობალიზმისა და ევროპეიზმის დიდი დოზა – თანამედროვე მემარცხენეობის ბიბლია. ამას დაეთანხმა ლეიბორისტი და კონსერვატორი პოლიტიკოსების მთელი თაობა, რომლებიც უნივერსიტეტებში 60-70-იან წლებში რადიკალიზდნენ. ტრადიციული ინდუსტრიები, გართობა და ინგლისური თავშეკავებულობა გავიდა მოდიდან. მათ ადგილი დაუთმეს ადამიანის უფლებების დამცველი იურისტების, ბიუროკრატებისა და „ექსპერტების“ ახალ ელიტას, რომლებსაც არ ადარდებდათ ბრიტანეთის მდგომარეობა ან მისი ხალხის კეთილდღეობა, არამედ, ისეთი კონცეფციები, როგორებიცაა: საერთაშორისო განვითარება, დეცენტრალიზაცია, კლიმატის ცვლილება, სოციალური სამართლიანობა და ადამიანის უფლებები. ეს იყო კაცობრიობის პირქუში, უტილიტარული და შეურაცხმყოფელი ხედვა. ჩვენ ყველანი უბრალოდ იდენტური ჭანჭიკები ვიყავით. ამ ახალ სამყაროში უმაღლესი დანაშაული იყო ინგლისელად ყოფნა,” – აღნიშნა ლიზ ტრასმა. 

მან ასევე ისაუბრა ტონი ბლერის პოლიტიკის მიმდევართა მჭირდო კავშირებზე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებთან, ბილ კინტონთან და ბარაკ ობამასთან, ევროპაში კი, “ბლერისტების” მოკავშირედ ევროკავშირი დაასახელა, ყველა მათგანის “სულიერ სახლად” კი, ტრასს დავოსი მიაჩნია, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმი ტარდება.

“”ბლერისტებმა” ძლიერი ქსელები შექმნეს ატლანტის ოკეანის გაღმა თანამოაზრეებთან, კლინტონსა და ობამასთან, ევროპაში კი – ევროკავშირის მეშვეობით. მათი სულიერი სახლი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმია. ამ პოლიტიკოსებსა და მათ თანამგზავრებს მხარს უჭერდნენ მრავალმილიონიანი ფონდები. არასამთავრობო ორგანიზაციების ინდუსტრიული კომპლექსი გამრავლდა და ჩამოყალიბდა თაღლითთა კლასი, რომელთა უმეტესობა დღეს ლორდთა პალატაშია, ბრიტანეთის ასეულობით “კვანგოში” ან არასამთავრობო სექტორში, ყველანი კი საბოლოოდ სახელმწიფოსგან ფინანსდებიან.” – განაცხადა ლიზ ტრასმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: კარგი იქნება თუ კანონში დაფიქსირდება, რომ ახალშობილის აყვანისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს – შვილი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი, თუ მშობელს აქვს ფინანსური ვალდებულება

Uncategorized

ალენ ბერსე – პროცესის შედეგს წინასწარ არ ვაფასებ, პატივს ვცემ სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, თუმცა მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, შეინარჩუნოს სივრცე ოპოზიციისთვის

პოლიტიკა

შაკო ჩაჩანიძე პატიმრის გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება. ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც დავითაძის ოჯახმა წამოიწყო – იმედია, სახელმწიფო მკაცრად აგებინებს პასუხს ვლადიმერ მენაბდესა და „გურიის მოამბეს“ ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო!

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.