განცხადება · 161 ნახვა
„გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა რუსეთი “ევროპულ ქვეყნად” მოიხსენია და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირსა და მოსკოვს შორის ურთიერთობაში ბალანსი აღდგება“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს ევროკავშირისა და რუსეთის გარშემო.
ის წერს, რომ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, ალაპარაკდა მოსკოვთან ურთიერთობაში ბალანსის აღდგენაზე: „თუ საბოლოოდ ვიპოვით ბალანსს ჩვენს უდიდეს ევროპელ მეზობელთან, კერძოდ, რუსეთთან ურთიერთობაში, თუ მშვიდობა ჩამოყალბდება, თუ ამ ყველაფერში წარმატებას მივაღწევთ, მაშინ ევროკავშირი, მაშინ ჩვენც, გერმანიაში ჩავაბარებთ ამ გამოცდას და შევძლებთ თავდაჯერებულად შევხედოთ მომავალს, 2026 წლის შემდეგ“ – ციტირებს მერცს დავით ქართველიშვილი.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ზოგიერთი „ტერორისტ“ რუსეთს „ევროპულ სახელმწიფოდ“ მოიხსენიებს და მერცი ერთ-ერთი მათგანია.
„არა, დანია და გრენლანდია მაგარი ტესტი აღმოჩნდა ევრობიუროკრატიისთვის. ტრამპმა ყველას თავისი ადგილი მიუჩინა მის “სამეკავშირეო” დამოკიდებულებაში ევროპასთან. იმ დონეზე, რომ ზოგიერთი “ზაპოიში” შესვლას აპირებს, ზოგიერთი კი “ტერორისტ” და “აგრესორ” რუსეთს უკვე “ევროპულ სახელმწიფოდ” მოიხსენიებს. სწორედ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა რუსეთი “ევროპულ ქვეყნად” მოიხსენია და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირსა და მოსკოვს შორის ურთიერთობაში ბალანსი აღდგება. ეს განცხადება მან ჰალეს ქალაქში, ბიზნეს წარმომადგენლების წინაშე, ახალი წლის მიღებაზე გააკეთა. „თუ ჩვენ შევძლებთ ევროპაში მშვიდობისა და თავისუფლების დაბრუნებას, თუ საბოლოოდ ვიპოვით ბალანსს ჩვენს უდიდეს ევროპელ მეზობელთან, კერძოდ, რუსეთთან ურთიერთობაში, თუ მშვიდობა ჩამოყალბდება, თუ თავისუფლება უზრუნველყოფილი იქნება, თუ ამ ყველაფერში წარმატებას მივაღწევთ, მაშინ ევროკავშირი, მაშინ ჩვენც, გერმანიაში ჩავაბარებთ ამ უახლეს გამოცდას და შევძლებთ თავდაჯერებულად შევხედოთ მომავალს, 2026 წლის შემდეგ“, – განაცხადა მერცმა, გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით. მერცმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი კომენტარები რუსეთთან მიმართებით, არ იყო დაკავშირებული იმ ფაქტთან, რომ ის სიტყვით აღმოსავლეთ გერმანიაში გამოდიოდა. მან თქვა, რომ იგივე განცხადებებს ქვეყნის ნებისმიერ სხვა ადგილას გააკეთებდა. კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს ევროპულ ქვეყნად მიიჩნევს“ – წერს დავით ქართველიშვილი.
დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- დავით ქართველიშვილი„ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ“
- დავით ქართველიშვილი„ღმერთის და წმინდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ“
- დავით ქართველიშვილი„საქართველოსა და რუსეთს შორის სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირი დიალოგის განახლება ორმხრივი ურთიერთობების უფრო სისტემურ და პრაგმატულ მოდელზე გადასვლის მნიშვნელოვანი სიგნალია - და ეს პირველი კომუნიკაცია უკვე შედგა“
- დავით ქართველიშვილი„ოპოზიციის წარმომადგენლებს ავიწყდებათ მთავარი, საქართველოს ხელისუფლებასაც რომ გაეზიარებინა ის მოთხოვნები, რომლებსაც დასავლეთი უყენებდა, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ და ღიმილითაც შეხვდებოდნენ, მაგრამ რა იქნებოდა ამის ფასი?“
