განცხადება · 175 ნახვა
„კარგი იქნება, თუ ევროპის ქვეყნები და პუტინი მოილაპარაკებენ მშვიდობაზე და უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელიც საჭიროა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად“
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებას „საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე თანამშრომლობა (ევროპის ქვეყნებთან) გაყინულია. მინდა მჯეროდეს, რომ დროთა განმავლობაში სიტუაცია შეიცვლება და ჩვენი ქვეყნები დაუბრუნდებიან ნორმალურ, კონსტრუქციულ კომუნიკაციას, რომელიც დაფუძნებული იქნება ეროვნული ინტერესების პატივისცემაზე. რუსეთი ამ მიდგომების ერთგული იყო და ასე დარჩება. მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები.“
სეფაშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ ევროპის ქვეყნები და პუტინი მოილაპარაკებენ იმ უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელსაც უკრაინა ითხოვს და საჭიროა რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ძალიან კარგი იქნება, თუ ევროპის ქვეყნები და პუტინი მოილაპარაკებენ იმ მშვიდობაზე და უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელსაც უკრაინა ასე დაჟინებით ითხოვს და რომელიც, რა თქმა უნდა, საჭიროა იმისათვის, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს რეგიონში,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ეკა სეფაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ეკა სეფაშვილი„ქალთა უფლებების დაცვა სახელმწიფო პრიორიტეტია და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოების გაძლიერებისთვის, ასევე სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის განმტკიცებისთვის.“
- ეკა სეფაშვილი„საქართველოში არ და ვერ მოხერხდება ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიზირება - სწორედ ამას უზრუნველყოფს ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც ჰყოფნის გონიერება და საქართველოს ინტერესებს დღემდე წარმატებით იცავს“
- ეკა სეფაშვილი„ევრობიუროკრატებმა დიალოგის სივრცე თავად ჩაკეტეს, რადგან ოფიციალურ დონეზე საქართველოს მიერ გაჟღერებული სწორი, სამართლიანი არგუმენტების მოსმენა არ სურთ, თორემ ევროინტეგრაციის პროცესი, რომ მიმდინარეობს საქართველოში, ეს გადასარევად იციან და მათი არაერთი კვლევა მოწმობს ამას“
- ეკა სეფაშვილი„ევროკავშირის ამჟამინდელ ბიუროკრატიას, ევროკომისიის სახით, სურს საქართველო მორჩილი ვასალის როლში იხილოს“
