ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი10°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი9°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი9°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია2°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ამბავიპოლიტიკა107 ნახვა

„იქ აღარ არის უსაფრთხო“: აშშ-მა, შესაძლოა, ბრიტანელ ებრაელებს თავშესაფარი მისცეს

„იქ აღარ არის უსაფრთხო“: აშშ-მა, შესაძლოა, ბრიტანელ ებრაელებს თავშესაფარი მისცეს

დონალდ ტრამპი მზად არის, ამერიკის შეერთებულ შტატებში არა მხოლოდ სამხრეთაფრიკელი თეთრკანიანები, არამედ ბრიტანელი ებრაელებიც მიიწვიოს. თეთრი სახლი ამჟამად აქტიურად განიხილავს ამ შესაძლებლობას — ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ს პრეზიდენტის ადვოკატმა, რობერტ გარსონმა განუცხადა.

გარსონის თქმით, რომელიც წარმოშობით თავადაც ბრიტანული მანჩესტერიდანაა, გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში მზარდი ანტისემიტიზმია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი „აღარ არის უსაფრთხო ადგილი“. ადვოკატმა ასევე დაამატა, რომ ებრაელებისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხზე კონსულტაციები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან უკვე გამართა.

პრეზიდენტ ტრამპის ადვოკატმა მკაცრად გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი. გარსონის განცხადებით, სტარმერმა „თვალი დახუჭა“ ანტისემიტიზმის პრობლემაზე, რის გამოც ქვეყანაში ებრაული თემისთვის „არანაირი მომავალი“ აღარ არსებობს.