განცხადება · 89 ნახვა
„ფუმფულა ლიბერალი დანიელები იძულებით სტერილიზაციას უტარებდნენ გრენლანდიის მოსახლეობას – ქართველი ლიბერალი საკუთარ თავს ევროპაცენტრისტ ნაცისტებთან რომ აიგივებს, იმდენს ვერ ხვდება, რომ თეთრი ბატონებისთვის თვითონაც გრენლანდიელია?“
ე.ი. რა გამოდის, ფუმფულა ლიბერალი დანიელები იძულებით სტერილიზაციას უტარებდნენ გრენლანდიის მოსახლეობას და ამით ამცირებდნენ მათ რაოდენობას. ხალხი ბნელი რომ იყო მაშინ კი არა, ეს ხდებოდა დღეს, ადამიანის უფლებების, იდენტობის დისკურსის, ლგბტ, ვეგანობის, ევროინტეგრაციის, ფემინიზმის, ეკოლოგიის, გამარჯვებული ჰუმანიზმის და დემოკრატიის ეპოქაში, – წერს გერმანიაში მოღვაწე ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტოლიშვილი, სოციალურ ქსელში.
ჭოტორლიშვილი ინტერესდება, რა მოხდებოდა, “რომელიმე პროგრესული დასავლური იმპერიის” შემადგენლობაში რომ მოვხვედრილიყავით, ქართველებიც თუ 30 ათასი დავრჩებოდით გრენლანდიელებივით.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“ე.ი. რა გამოდის, ფუმფულა ლიბერალი დანიელები იძულებით სტერილიზაციას უტარებდნენ გრენლანდიის მოსახლეობას და ამით ამცირებდნენ მათ რაოდენობას. ხალხი ბნელი რომ იყო მაშინ კი არა, ეს ხდებოდა დღეს, ადამიანის უფლებების, იდენტობის დისკურსის, ლგბტ, ვეგანობის, ევროინტეგრაციის, ფემინიზმის, ეკოლოგიის, გამარჯვებული ჰუმანიზმის და დემოკრატიის ეპოქაში. მიდიოდა ხალხის გენოციდი და ამის შესახებ ჩვენ არაფერი არ ვიცოდით, გავიგეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკელებმა გრენლანდიის დანიისთვის წართმევა გადაწყვიტეს და საჯარო გახადეს მათი დანაშაული. წარმოიდგინეთ ასეთი რამ სხვას რომ გაეკეთებინა, როგორი გნიასი იქნებოდა ატეხილი მედიაში. რატომ გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, სსრკ-ს შემადგენლობაში, რა მოხდებოდა რომელიმე პროგრესული დასავლური იმპერიის შემადგენლობაში რომ მოვხვედრილიყავით? ჩვენც ოცდაათი ათასი დავრჩებოდით გრენლანდიელებივით? აპრიორი რატომ გგონიათ, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ უფრო კეთლშობილი ზრახვები აქვთ ვიდრე გრენლანდიელების მიმართ? ქართველი ლიბერალი საკუთარ თავს ევროპაცენტრისტ ნაცისტებთან რომ აიგივებს, იმდენს ვერ ხვდება რომ თეთრი ბატონებისთვის თვითონაც გრენლანდიელია?” – წერს ლევან ჭოტორლიშვილი.
ლევან ჭოტორლიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ლევან ჭოტორლიშვილი„ირაკლი კობახიძის დონის ინტელექტუალი პოლიტიკოსი რომ ჰყავდეს ევროკავშირს, ასეთი უკუსვლა და ჩამორჩენა არ ექნებოდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში“
- ლევან ჭოტორლიშვილი„ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხვა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება“
- ლევან ჭოტორლიშვილი„საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრალურ პროსპექტს გადაკეტავ, სასწრაფოს არ გაატარებ- ევროკავშირში ეს ყველაფერი ითვლება კანონდარღვევად. პოლიციაზე თავდასხმისთვის, სამთავრობო შენობისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის არის ციხე“
- ლევან ჭოტორლიშვილი„არაკომპეტენტური მიზანტროპების და ინფანტილების ნაზავია მთელი ოპოზიციური სპექტრი“
