განცხადება · 166 ნახვა
„მოვუწოდებ ქართველ გულშემატკივარს, მილანის ზამთრის ოლიმპიადაზე ვუქომაგოთ ეთერ თუთბერიძის გუნდს, მიუხედავად იმისა, რა ეროვნების, თუ ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან ისინი“
„ფიგურული სრიალი, არასდროს იყო ქართველების სპორტის სახეობა. დღეს ქართული გენია, კვარცხლბეკის ამ სახეობასაც იპყრობს და ახალ მწვერვალებს, კიდევ ერთი ეთნიკური ქართველის ნიჭის წყალობით ახერხებს. ეს არის ეთერ თუთბერიძე და მისი ინტერნაციონალური რაზმი,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და გულშემატკივრებს მოუწოდებს მილანის ზამთრის ოლიმპიადაზე უქომაგოს ეთერ თუთბერიძის გუნდს, მიუხედავად იმისა, რა ეროვნების, თუ ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან ისინი.
„მე „ისე რა“ სპორტის მოყვარული ვარ, მაგრამ გნებავთ ძალოსნებში, მოჭიდავეებში თუ სხვა სახეობებში, უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ გამომსვლელ ქართველებს ვქომაგობდი ყოველთვის. გუშინ კვარას გამოჩენას ველოდებოდი და მის ფანტასტიურ გოლს, თორემ „პსჟ“ ჩემთვის მეორეხარისხოვანი იყო. „მამლუქობა“, ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. აწ უკვე არარსებული „ქურთისტანის“ დედაქალაქის – სულეიმანის დამაარსებელიც ხომ ქართველი მამლუქი, სულეიმან-ფაშა იყო. ამიტომაც, განსაკუთრებით ვუყვარვართ ალბათ ჩვენს იეზიდ-ძმებს და მეც მიყვარს ისინი განსაკუთრებულად, ზოგადად, ჩემი მშობლიური დედაქალაქის სისუფთავისა და კერძოდ, სოლოლაკსა და საბურთალოზე ტკბილი სამეზობლოს გამო. რაში დამჭირდა ამხელა წინასიტყვაობა? გაუმარჯოს რუსეთში მოღვაწე ყველა ქართველ გენიალურ ექიმს, საიდანაც ბევრი სამედიცინო დარგს ხელმძღვანელობს (ლეო ბოკერია, ზურაბ კეკელიძე, იუსტინ ჯანელიძე, ამირან რევიშვილი და უამრავი სხვა). ცალკე სასაუბრო თემაა, ზურაბ წერეთლის უკვდავი ღვაწლი ზოგადად მართლმადიდებლურ კულტურაში. აღარაფერს ვამბობ, მომღერლებზე, რეჟისორებზე, მსახიობებზე, სპორტსმენებზე.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ფიგურული სრიალი, არასდროს იყო ქართველების სპორტის სახეობა. დღეს ქართული გენია, კვარცხლბეკის ამ სახეობასაც იპყრობს. და ამ ახალ მწვერვალებს, კიდევ ერთი ეთნიკური ქართველის ნიჭის წყალობით ახერხებს და ეს არის, ეთერ თუთბერიძე და მისი ინტერნაციონალური რაზმი. თვით ქალბატონი ეთერის ქალიშვილიც (წყვილებში) – დიანა დევისი, საქართველოს ნაკრების წევრია. ეთერ თუთბერიძის ხელმძღვანელობით, ჩვენს სახელოვან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოსმედალოსნებზე, ხომ აღარაფერს ვამბობ. ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ პირადად მე, სპორტში კონსერვატორს და რეტროგრადს, საკუთარი შვილიშვილები შემაყვარებდნენ ფიგურულ სრიალს… მოკლედ! მოვუწოდებ ქართველ გულშემატკივარს, მილანის ზამთრის ოლიმპიადაზე ვუქომაგოთ ეთერ თუთბერიძის გუნდს, მიუხედავად იმისა, რა ეროვნების, თუ ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან ისინი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქართველოს გენიალურ ნაკრებს ვუქომაგოთ მისი ხელმძღვანელობით. ამიტომ მინდა, რომ ჩვენი „ქალური“ (“თამარ მეფის“) ორდენით დავაჯილდოვოთ ქართული გენისა და ნიჭის ეს ულამაზესი მატარებელი ქალბატონი. ერთ-ერთ მის ინტერვიუში ამოვიკითხე მისი მოგონებები მამაზე: მისგან ვიციო ის მწირი ქართული გამონათქვამებიო, საიდანაც თამადა მამაჩემის ფრაზა მახსოვსო – „გაუმარჯოს!“. ჰოდა, ყველა ქართველს გაუმარჯოს, თუ კი ის საქართველოს ასახელებს,“ – წერს დავით ქართველიშვილი.
დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- დავით ქართველიშვილი„ირანის მიერ ერთდროულად სამი მიმართულებით განხორციელებულმა პოლიტიკურმა დარტყმამ - ისრაელისა და აშშ-ს შემდეგ - სომხეთში „ტრამპის დერეფანსაც" თბილისში „ბუშის ქუჩის" მნიშვნელობა შესძინა“
- დავით ქართველიშვილი„ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში ქართული კვალი და თბილისის წინააღმდეგ მორიგი მორალური სანქციების პაკეტი შემოიღოს- გაზი ამით არ გაიაფდება, სამაგიეროდ, ევროპული პრინციპულობის შესახებ მორიგი შესანიშნავი ანგარიში დაიწერება“
- დავით ქართველიშვილი„დღევანდელი საერთაშორისო ვითარება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, მხოლოდ სატრანზიტო დერეფნის ფუნქციით არ შემოიფარგლოს და სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს“
- დავით ქართველიშვილი„შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მარცხმა დონალდ ტრამპი, კლასიკურ „კოჭლ იხვად“ აქცია, თუმცა, 2024 წლის არჩევნებთან შედარებით არის მნიშვნელოვანი პროგრესი: კონგრესში არცერთი მიცვალებული არ იქნა არჩეული“
