განცხადება · 144 ნახვა
„ბუნებრივია, ობიექტური მედიასივრცის წიაღში უნდა მოხდეს დებატების აღდგენა“
დავით მათიკაშვილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას დებატების დაბრუნების შესახებ უმნიშვნელოვანესს უწოდებს. საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ეს ობიექტურ მედიასივრცეში მოხდეს.
„უმნიშვნელოვანესი ინიციატივით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საზოგადოებაში – მედიასივრცეში დებატების დაბრუნება, რომელთა ჭრილშიც საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ცალსახად გასაგები იქნება, თუ რასთან აქვს ქვეყანას საქმე, რომელი მხარეა მართალი და პირიქით. ამ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია დაიძლიოს ეს პრობლემა, რომელიც თავის დროზე სწორედ „დიფ სთეითის“ ჩარევით მოხდა. ბუნებრივია, ობიექტური მედიასივრცის წიაღში უნდა მოხდეს დებატების აღდგენა“, – მიიჩნევს მათიკაშვილი.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
პრემიერ-მინისტრი დებატების გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარია ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებულ გარემოზე და ამ კუთხით კონკრეტული დავალებების შემსრულებლებზე. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნდეს საჯარო დისკუსია, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია.
დავით მათიკაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- დავით მათიკაშვილი„სააკაშვილი, როგორც ნომერ პირველი აგენტი, გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი და მის მიერ წახალისებული ძალადობა – ეს არის დღევანდელი აგენტურული ოპოზიციის სახე და პირდაპირ ასახავს იმ იდეოლოგიურ სიბნელეს, რაშიც იმყოფებიან ფსევდო ლიბერალები“
- დავით მათიკაშვილი„დროებითი კომისია მუშაობას ასრულებს, შედგენილია დასკვნა, ხელისუფლების მიზანია, ყველა შესაძლებლობა იყოს გამოყენებული, რათა ფასმა ლოგიკურ ზღვრამდე დაიწიოს“
- დავით მათიკაშვილი„ეს ე.წ. პოლიტიკური თამაშები დიდი ხანია წაგებული აქვთ ქართველ ხალხთანაც, ეკლესიასთანაც“
- დავით მათიკაშვილი„„დიფ სთეითის“ ხელში ჰელსინკის კომისია არის გადაქცეული იმ მექანიზმად, რომ ქვეყნის დემოკრატიაზე მოხდეს თავდასხმა, რაც ელენე ხოშტარიასთან მიმართებით აშკარად ჩანს“
