ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ დიმიტრი ხუნდაძე„კანონში ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას მოითხოვს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია1°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ23 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ16:40
გიორგი ვაშაძე

განცხადება · 113 ნახვა

„ზურა ჯაფარიძის და ჩემი ხედვები, დიდი ხანია, ემთხვევა. კარგია, რომ გზა გაკაფა, ვიდრე გამოვედი. ვიცი ბევრ ადამიანს შეხვდა, მეც ვაპირებ“

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპტიმისტურად არის განწყობილი.

„მინდა, მივესალმო საქართველოს. მჯერა, აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან გვინდა, ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში. ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს, გვინდა თავისუფლება, სამართლიან გარემოში ცხოვრება, გვინდა, დავადგეთ განვითარების გზას, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ადამიანებს არ იჭერდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ არ მომწონხარ, გვინდა, წინ წავიდეთ, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით, ვიყოთ წარმოდგენილი დავოსში, სადაც განვითარებული ქვეყნების ჯგუფია. არ გვინდა, ამ პროცესების მიღმა ვიყოთ. როცა მიზანი ამხელა და ერთიანია, ჩვენ გვჭირდება მეტი ორგანიზებულობა, სისტემურობა, შეკავშირება, ამიტომაც გვინდა ერთიანობა.

ზურა ჯაფარიძის და ჩემი ხედვები, დიდი ხანია, ემთხვევა. კარგია, რომ გზა გაკაფა, ვიდრე გამოვედი. ვიცი, ბევრ ადამიანს შეხვდა, მეც ვაპირებ, პირველ რიგში, ზურას დაველაპარაკო, სხვებსაც. პარტიების გაერთიანება ეს ერთია, შემდეგია საზოგადოების ჯგუფები. უამრავი ახალი, საინტერესო, კვალიფიციური პროფესიონალია, რომელიც ჩანს. ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, რომ, მათ შორის, ამ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, უფრო წინ წავიდნენ, მეტი გააკეთონ, სიახლე შემოიტანონ ამ პროცესში. პარტიული ნიშნით ვერავის განვასხვავებ. ყველას უნდა დაველაპარაკოთ და ერთიანი ძალებით გავიმარჯვოთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.

გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაშაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 23 აპრილს შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ამასთან, პროკურატურამ კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და საბოტაჟის საქმეზე გიორგი ვაშაძეს ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად წარუდგინა ბრალდება. ვაშაძესთან ერთად, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.

გიორგი ვაშაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გიორგი ვაშაძე„იმ განცხადებებს, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან ტვ “პირველის” და მისი ჟურნალისტების მისამართით გაჟღერდა, ვემიჯნები და არ ვეთანხმები, ამასთანავე, ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც პირად თავდასხმას ჩემს წინააღმდეგ“