პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: რასაც „ქართული ოცნება“ 3 წელია აფიქსირებს – ზუსტად იგივეს ღაღადებენ დღეს მსოფლიო ლიდერები. მთელ პლანეტაზე არის დაძაბულობა, ყველა – ყველას კუნთებითა და იარაღით ეთამაშება, ჩვენთან კიდევ ყველაზე მაქსიმალური მსხვერპლი არის: სოციალურ მედიაში ,,ანლაიქი”, რომელსაც თბილი ოთახიდან გიგზავნიან

გარდა იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნელ-ნელა ყველას დაგანახათ, რას წარმოადგენთ რეალურად, ამავე დროს დაგანახათ, რას არ წარმოადგენთ. ურყევად და გააზრებულად მიყვებოდა ყოველთვის თავის გზას. მიუხედავად შეცდომებისა და გადაცდომებისა, ძირითადი მიმართულება ყოველთვის ჰქონდა მტკიცე – წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში. მისი შეფასებით, ვინც ვერ ხედავს გლობალურ საფრთხეებს, მათ უნდა დააკვირდნენ იმ რეალობას, სადაც ომია ყოველდღიურობა.

„გარდა იმისა, რომ ოცნებამ ნელ – ნელა (ნელ ნელა ისიც იმიტომ, რომ თურმე რამდენი შიდა მტერი ყოლია) ყველას დაგანახათ რეალურად რასაც წარმოადგენთ, ამავე დროს დაგანახათ რასაც არ – წარმოადგენთ. ურყევად და გააზრებულად მიყვებოდა ყოველთვის თავის გზას. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი შეცდომა, გადაცდომა და დანაშაული იყო, ძირითადი მიმართულება ყოველთვის ჰქონდა მტკიცე და რაც ძალიან აშკარად ჩანს არის ის, რომ რასაც ოცნების ხელისუფლება 3 წელია აფიქსირებს – ზუსტად იგივეს ღაღადებენ დღეს მსოფლიო ლიდერები. მთელ პლანეტაზე არის დაძაბულობა, ყველა – ყველას კუნთებითა და იარაღით ეთამაშება, ჩვენთან კიდევ ყველაზე მაქსიმალური მსხვერპლი არის: სოციალურ მედიაში ,,ანლაიქი”, რომელსაც თბილი ოთახიდან გიგზავნიან. ამას ვინც ვერ ხედავს, ყველა უნდა გავუშვათ ცხელ წერტილებში, სადაც კვირაობით არ აქვთ გათბობა, შუქი და ყოველ დღე ბავშვებს ბრმა ტყვია კლავს.. ეს რაც შეეხება მშვიდობას, ხოლო რაც შეეხება დებატებს – კარგია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ნაბიჯი, ისევ ოცნებამ გადადგა, მიუხედავად იმისა რომ ქვეყანაში დებატები განა ხელისუფლებამ, არამედ – რადიკალებმა ჩაკლეს… აქაც მოგიგოთ, ამას კი – დემოკრატია ქვია. მოკლედ და კონკრეტულად: ივანიშვილის ხელისუფლება გიგებთ: ასით ნულს.“ – წერს ლატარია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა