პოლიტიკა

Euronews: აზერბაიჯანი აძლიერებს საინვესტიციო კავშირებს Brookfield-თან, BlackRock-თან და GIP-თან

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდმა (SOFAZ) მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დავოსში, გააფორმა გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები Brookfield Asset Management-თან, BlackRock-თან და Global Infrastructure Partners-თან (GIP)- ამის შესახებ euronews-ი წერს.

მედიის ცნობით, გაფორმებული შეთანხმებები მიზნად ისახავს არსებული ურთიერთობების გაფართოებას. მემორანდუმის თანახმად, SOFAZ და მისი პარტნიორები მომდევნო სამი–ოთხი წლის განმავლობაში განიხილავენ ინვესტირებისა და თანაინვესტირების შესაძლებლობებს.

ინიციატივები ფოკუსირებული იქნება აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებზე, მათ შორის: ციფრულ და ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე, მონაცემთა ცენტრებზე, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაზე, ენერგეტიკულ გარდაქმნაზე და განახლებად ენერგიაზე, უძრავ ქონებაზე და აეროპორტის ინფრასტრუქტურაზე. სტატიაში აღნიშნულია ისიც, რომ მოსალოდნელია, რომ პროექტები მოემსახურება არა მხოლოდ აზერბაიჯანის შიდა ბაზარს, არამედ ფართო რეგიონულ ეკონომიკასაც.

„[თანამშრომლობის] ძირითადი მიზანია Brookfield-ის, BlackRock-ისა და GIP-ის გლობალური გამოცდილების გაზიარება კომერციულად მდგრადი, გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული და ციფრული პროექტების შესამუშავებლად. ამ პარტნიორობის მეშვეობით აზერბაიჯანი მიზნად ისახავს გააძლიეროს თავისი პოზიცია, როგორც რეგიონული ჰაბი ინფრასტრუქტურული და ციფრული ინვესტიციებისთვის, მოიზიდოს საერთაშორისო კაპიტალი და დანერგოს გლობალურად აღიარებული სტანდარტები პროექტების განვითარებისა და მართვის პროცესში“- წერს Euronews-ი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: განსაკუთრებით ირონიულია, როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ნიკა გვარამია აკრიტიკებს. ადამიანი, რომელიც მედიამენეჯერის პოზიციაზე 80 ათას ლარზე მეტ ხელფასს იღებდა, მაშინ, როცა ჟურნალისტებს კაპიკებს უხდიდა – ქველმოქმედების გაუფასურება ადვილია, როცა თავად არ გესმის, რას ნიშნავს საკუთარი ფულით ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის რაიმეს გაკეთება 

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: სხვა ვინ უნდა ამოერჩიეთ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.