პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: ჯანსაღი დებატების კულტურით გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება დაპირისპირება, აგრესია, მონოლოგის რეჟიმში საუბარი, რომლითაც ასე იწამლებოდა ჩვენი საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში 

ჯანსაღი დებატების კულტურით გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება დაპირისპირება, აგრესია, მონოლოგის რეჟიმში საუბარი, რომლითაც ასე იწამლებოდა ჩვენი საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში, – განუცხადა ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა. 

დეპუტატი დარწმუნებულია, რადიკალებისთვის ეს დებატები მიუღებელი ფორმატია იმ თვალსაზრისით, რომ სურთ მონოლოგის რეჟიმში თავიანთი შექმნილი ცრუ ნარატივები მოახვიონ ხალხს თავზე.

„როგორც კი კითხვას დაუსვამ, მაშინვე გაურბიან ამ კითხვებს, ვინაიდან მთავარი მათთვის არის თავიანთი დღის წესრიგი, თავიანთი პატრონების მიერ მიცემული დავალება როგორ უნდა განავრცონ, როგორ უნდა მოახვიონ საზოგადოებას თავს“, – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა