პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე პრემიერის ინიციატივაზე: მქონდა მოლოდინი, რომ პირიქით, დადებითად შეხვდებოდა ოპოზიცია, მაგრამ გაირკვა, რომ ზოგმა ტელევიზიის შერჩევა დაიწყო, ზოგმა – ოპონენტის, ზოგმა საერთოდ თქვა, რომ ჩვენ არსად დავსხდებით

მქონდა მოლოდინი, რომ პირიქით, დადებითად შეხვდებოდა ოპოზიცია, მაგრამ გაირკვა, რომ ზოგმა ტელევიზიის შერჩევა დაიწყო, ზოგმა – ოპონენტის, ზოგმა საერთოდ თქვა, რომ ჩვენ არსად დავსხდებით, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე საუბრისას, რომელიც დებატის საჭიროებას ეხება.

შალამბერიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებამ ნახა, თუ როგორი პოზიციები გამოხატა სხვადასხვა ოპოზიციურმა წარმომადგენელმა პრემიერის ინიციატივაზე. 

„ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციას, რომ დავსხდეთ ერთად ეთერში და შესაბამისად, ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო საკითხებზე გავცეთ მათ პასუხი, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში, როდესაც ეს ინიციატივა გაჟღერდა, თუ როგორი პოზიციები გამოხატა სხვადასხვა ოპოზიციურმა წარმომადგენელმა. 

რა თქმა უნდა, მე მქონდა მოლოდინი, რომ პირიქით, დადებითად შეხვდებოდა ოპოზიცია, მაგრამ გაირკვა, რომ ზოგმა ტელევიზიის შერჩევა დაიწყო, ზოგმა – ოპონენტის, ზოგმა საერთოდ თქვა, რომ ჩვენ არსად დავსხდებით. რა თქმა უნდა, ეს არ არის მისასალმებელი“, – განაცხადა შალამბერიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: განსაკუთრებით ირონიულია, როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ნიკა გვარამია აკრიტიკებს. ადამიანი, რომელიც მედიამენეჯერის პოზიციაზე 80 ათას ლარზე მეტ ხელფასს იღებდა, მაშინ, როცა ჟურნალისტებს კაპიკებს უხდიდა – ქველმოქმედების გაუფასურება ადვილია, როცა თავად არ გესმის, რას ნიშნავს საკუთარი ფულით ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის რაიმეს გაკეთება 

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: სხვა ვინ უნდა ამოერჩიეთ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.