ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ დიმიტრი ხუნდაძე„კანონში ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას მოითხოვს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი9°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია2°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ამბავიპოლიტიკა116 ნახვა

ტრამპი მინესოტაში „საზღვრის მეფე“ ჰომანს გზავნის

ტრამპი მინესოტაში „საზღვრის მეფე“ ჰომანს გზავნის

მინესოტაში შექმნილი დაძაბულობის ფონზე, რომელიც ICE-ის (საემიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახური) აგენტების მიერ უკვე მეორე ადგილობრივი მცხოვრების მკვლელობას მოჰყვა, შტატში ტომ ჰომანი ჩავა — ის სიტუაციის შესახებ პირადად პრეზიდენტს ჩააბარებს ანგარიშს.

„მან იცის და უყვარს ბევრი ადგილობრივი მცხოვრები. ტომი მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ადამიანია“, — განაცხადა ტრამპმა Truth Social-ში.

პრეზიდენტმა ასევე შეახსენა საზოგადოებას მინესოტაში მიმდინარე გამოძიება „20 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სოციალური დახმარების მასშტაბური თაღლითობის“ შესახებ. ტრამპის აზრით, ეს სქემა „ნაწილობრივ მაინც“ უკავშირდება იმ პროტესტებისა და არეულობების დაფინანსებას, რომლებსაც მან ორგანიზებული უწოდა.

ამავდროულად, დემოკრატმა გუბერნატორმა ვოლზმა, რომელსაც ტრამპი არაერთხელ ადანაშაულებდა მინესოტას „ფულის გათეთრების ცენტრად“ ქცევაში, პრეზიდენტთან დარეკა შტატში არსებული ვითარების განსახილველად. ტრამპმა დადებითად შეაფასა საუბარი და აღნიშნა, რომ ის და ვოლზი „ერთ ტალღაზე იყვნენ“.