პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: მაია სანდუს განცხადება, თითქოს საქართველო „რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“, გლობალური ძალების პოლიტიკურ ნარატივს წარმოადგენს და არა ფაქტებზე დაფუძნებულ ანალიზს

x

მაია სანდუს განცხადება, თითქოს საქართველო „რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“, გლობალური ძალების პოლიტიკურ ნარატივს წარმოადგენს და არა ფაქტებზე დაფუძნებულ ანალიზს. ეს განსაკუთრებით წინააღმდეგობრივად ჟღერს ლიდერისგან, რომლის მმართველობის პირობებში მოლდოვაში მნიშვნელოვნად შეიზღუდა პოლიტიკური პლურალიზმი და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა თავად სახელმწიფო სუვერენიტეტის საკითხიც – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტის შეფასებით, სანდუს პოლიტიკური საქმიანობა უფრო მეტად ჰგავს პოსტსაბჭოთა ავტორიტარული მმართველობის პრაქტიკას.

„მაია სანდუს განცხადება, თითქოს საქართველო „რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“, გლობალური ძალების პოლიტიკურ ნარატივს წარმოადგენს და არა ფაქტებზე დაფუძნებულ ანალიზს. ეს განსაკუთრებით წინააღმდეგობრივად ჟღერს ლიდერისგან, რომლის მმართველობის პირობებში მოლდოვაში მნიშვნელოვნად შეიზღუდა პოლიტიკური პლურალიზმი და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა თავად სახელმწიფო სუვერენიტეტის საკითხიც. მისი მოღვაწეობა პოსტსაბჭოთა ავტორიტარული მმართველობის პრაქტიკას ემსგავსება. მოლდოვის ხელისუფლება (სანდუს ხელმძღვანელობით).ფაქტობრივად არ მალავს მზადყოფნას მოლდოვის რუმინეთთან შესაძლო შეერთების საკითხზე, რაც ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის გარეშე ქვეყნის დამოუკიდებლობის დეფაქტო გაუქმების საფრთხეს ქმნის. ამ ფონზე, საქართველოს მიმართ „რუსული ორბიტის“ თეზისი ეფუძნება არა ინსტიტუციურ ანალიზს, არამედ გეოპოლიტიკურ რიტორიკას. საქართველოში პოლიტიკა მიმდინარეობს ღია დებატების, კონკურენტული არჩევნებისა და მრავალფეროვანი მედიის პირობებში, რაც დასავლური მმართველობის კარგი პრაქტიკის შესაბამისია.“ – წერს ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.