პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ევროპაში მმართველობის დემოკრატიული ფორმის ტოტალური, მრავალმხრივი დისკრედიტაცია სწორედ რომ მისი გაუქმების და კორპორაციული მმართველობის დასაფუძნებლად მიმდინარეობს

“დიპ სტეიტმა” ჩამოანგრია ევროკავშირი აგენტ-პოლიტიკოსთა ხელით, შემდეგ გამოკითხვა ჩაატარა, ხალხის უკმაყოფილება გაზომა და თავადვე, საკუთარ დანგრეულზე გვიყვება, თუ როგორი ცუდია ეს ყველაფერი, – ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.

როგორც შათირიშვილი განმარტავს, ოლიგარქები მათი დავალებით დანგრეული ევროპული კეთილდღეობის მაქსიმალურ ტირაჟრებას გააგრძელებენ და მმართველობის არსებული ფორმის უუნარობას მაქსიმალურად წარმოაჩენენ, საბოლოოდ კი, ყოფითი პრობლემებით გაწამებულ საზოგადოებას, კორპორაციულ მმართველობას მოახვევენ თავს. 

„ცინიზმის მწვერვალია არა? მაგრამ არა – ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. ოლიგარქები მათივე დავალებით დანგრეული ევროპული  კეთილდღეობის მაქსიმალურ ტირაჟირებას გააგრძელებენ, კონტროლირებად მედიებს ალაპარაკებენ რომ ეს უმძიმესი მდგომარეობა მაკრონის, მერცის, ფონ დერ ლაიენის, კალასის და პოლიტიკური “ლიდერების” ბრალია, რითაც მაქსიმალურად მოახდენენ მმართველობის ამ ფორმის უუნარობის წარმოჩენას. 

საბოლოოდ კი, ყოფითი პრობლემებით გაწამებულ საზოგადოებას კორპორაციულ მმართველობას მოახვევენ თავს. ჩემი გათვლებით, უახლოეს პერიოდში ეს იქნება თავდაპირველად ერთ კონკრეტულ ქვეყანაში, საიდანაც სრულად განიდევნება პოლიტიკა, დემოკრატია, არჩევნები, ხალხის ხმის უფლება და სანაცვლოდ დაკანონდება მმართველობის მკაცრი, კორპორაციული ვერტიკალი, რაც რეალურად ოლიგარქიული ოჯახების უკვე არა აგენტურის ხელით, არამედ ოფიციალურ მმართველობას დააკანონებს.“ – წერს ზაზა შათირიშვილი.

ფილოსოფოსის თქმით, „კორპორაციული სისტემის ერთ, საცდელ ქვეყანაში იმდენად სწრაფად გამოსწორდება ყოფითი პრობლემები, რომ სხვა ქვეყნები იგივე მოდელის დასანერგად რიგშიც კი ჩადგებიან, რაც საბოლოოდ “დიპ სტეიტის” მხრიდან ქვეყნების პირად საკუთრებაში გადაფორმებით დასრულდება.“

როგორც ის აღნიშნავს, ცალკე საკითხია, თუ რა ბედი ელით ამის შემდეგ ერებს, სარწმუნოებას, იდენტობას, კულტურას და ტრადიციებს, თუმცა, ევროპაში მმართველობის დემოკრატიული ფორმის დისკრედიტაცია სწორედ კორპორაციული მმართველობის დასაფუძნებლად მიმდინარეობს. 

„ცალკე საკითხია, რა ბედი ელით ამის შემდგომ ერებს, სარწმუნოებას, ხალხების იდენტობას, კულტურასა და ტრადიციებს, რაზეც აქ არ შევჩერდები, თუმცა კი ევროპაში მმართველობის დემოკრატიული ფორმის ტოტალური, მრავალმხრივი დისკრედიტაცია სწორედ რომ მისი გაუქმების და კორპორაციული მმართველობის დასაფუძნებლად მიმდინარეობს,“ – წერს ზაზა შათირიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.