პოლიტიკა

ლევან კოჭლოშვილი: ჰელსინკის კომისიის მოსმენა არ იქნება სანდო, დამოუკიდებელი და მიუკერძოებული. ეს არის წინასწარ დაწერილი პოლიტიკური ვერდიქტის ტრიბუნა, სადაც დასკვნები მზად არის მანამ, სანამ განხილვა საერთოდ დაიწყება

ჰელსინკის კომისიამ 28 იანვარს საქართველოს შესახებ მოსმენა ჩანიშნა, სადაც ერთ-ერთი მომხსენებელი ლორა თორნტონია, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „სექსუალურ მოძალადედ“ მოიხსენიებს. მოსმენას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სერიოზული კითხვები ჩნდება მოსმენის ობიექტურობასთან დაკავშირებით, როდესაც საქართველოს საკითხზე მომხსენებელია ლორა თორნტონი.

ასევე კოჭლოშვილის შეფასებით, ობიექტურობაზე საუბარი აზრს კარგავს მაშინ, როდესაც იგივე მოსმენაზე სიტყვით გამოდის ჯო უილსონი, რომლის საქმიანობა უკავშირდება რადიკალური ოპოზიციის ინტერესების ლობირებას.

„მკვდრად შობილი ჰელსინკის კომისიის მოსმენა – ასე შეიძლება შეფასდეს პროცესი, რომელსაც „დასკვნის“ სახელით შემოგვთავაზებენ. სერიოზული კითხვები ჩნდება მოსმენის ობიექტურობასთან დაკავშირებით, როდესაც საქართველოს საკითხზე მომხსენებელია ლორა თორნტონი – აწ უკვე გაუქმებული NDI-ის ყოფილი წარმომადგენელი, ორგანიზაციიდან, რომელიც წლების განმავლობაში ღიად და აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში და არასდროს წარმოადგენდა ნეიტრალურ დამკვირვებელს. ობიექტურობაზე საუბარი აზრს კარგავს მაშინ, როდესაც იგივე მოსმენაზე სიტყვით გამოდის ჯო უილსონი – კონგრესმენი, რომლის საქმიანობა FARA-ს რეგისტრაციებსა და საჯარო მასალებზე დაყრდნობით უკავშირდება რადიკალური ოპოზიციის ინტერესების ლობირებას. ამ პირობებში ჰელსინკის კომისიის მოსმენა არ იქნება სანდო, დამოუკიდებელი და მიუკერძოებული. ეს არის წინასწარ დაწერილი პოლიტიკური ვერდიქტის ტრიბუნა, სადაც დასკვნები მზად არის მანამ, სანამ განხილვა საერთოდ დაიწყება.“-წერს კოჭლოშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.