ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ვაშინგტონში ექიმმა საკუთარ სახლში გაჩენილი შავი ობის გამო სროლა მოაწყო დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი11°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი9°C
  • გორი8°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი16°C
  • ამბროლაური3°C
  • მესტია5°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ28 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ19:03
დავით ქართველიშვილი

განცხადება · 88 ნახვა

„საუბარი არ არის იმაზე, „მოინდომებენ თუ არა“ აზერბაიჯანი და სომხეთი ახალ დაპირისპირებას. საუბარია იმაზე, რომ ისინი ადრე თუ გვიან აღმოჩნდებიან სიტუაციაში, სადაც სხვა არჩევანი შესაძლოა აღარ დარჩეს“

პარტია “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს ერევანსა და ბაქოში. ანალიტიკოსი წერს, რომ ამერიკის ეს ნაბიჯი შესაძლოა იყოს აშშ-ს მხრიდან მცდელობა, შექმნას კრიზისი სამხრეთ კავკასიაში. დავით ქართველიშვილი ხაზს უსვამს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანი ამერიკისგან მიიღებენ დაპირებებს, რაც, თავის მხრივ, ბუნებრივ რეაქციას წარმოშობს:

“როგორც კი ერთი მხარე მიიღებს იმაზე ნაკლებს, ვიდრე ელოდა, იმედგაცრუება მყისიერად გადაიქცევა აგრესიად არა ვაშინგტონის, არამედ მეზობლის მიმართ. პირდაპირი ჩარევის ნაცვლად, აშშ მიიღებს მართვად დაპირისპირებას” – წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსის სიტყვებით, დაპირისპირება სამხრეთ კავკასიაში რუსეთს აძლევს შესაძლებლობას, თავი წარმოაჩინოს ამერიკის ალტერნატიულ ძალად.

“დაგვრჩა ერევანსა და ბაქოში ჯეი დი ვენსის ვიზიტის შესახებ ანალიტიკურ “ტრილოგიაში”, მესამე და საბოლოო, კონსპიროლოგიური ვერსიის განხილვა და ამით დავასრულოთ. კონსპიროლოგიის თანახმად, ის არ წარმოადგენს არც სამშვიდობო მისიას და არც რეგიონული სტაბილიზაციის მცდელობას. ეს ვერსია გამომდინარეობს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დანერგილი მართვის საყვარელი ფორმიდან – კონტროლირებადი ქაოსის დამყარებიდან იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელსაც აქამდე აშშ ნაკლებად აკონტროლებდა, ვინაიდან სხვა აქტორების გავლენის ზონას წარმოადგენდა. აქ კი თამაშში ერთვება ტრამპის საყვარელი ფორმულა: “სხვის ხელში ჩემს მიერ არაკონტროლირებად სტაბილურობას, ჩემს ხელში კონტროლირებადი არასტაბილურობა მირჩევნია”.

ამ ვერსიიდან გამომდინარე, დი ვენსის ვოიაჟი ჩვენს რეგიონში, კლასიკური წინასწარი დაზვერვაა, კონტროლირებადი კრიზისის დაწყებამდე. აქ აშშ მოქმედებს უკვე კარგად ნაცადი სქემით: თითოეულ მხარეს ცალ-ცალკე პირდება მაქსიმუმს, არაფერს აფიქსირებს იურიდიულად და შემდეგ მოქმედებაში მოყავს პროცესი, რომელშიც ორივე მხარე, ადრე თუ გვიან, გარდაუვლად იგრძნობს თავს მოტყუებულად.

ცრუ ავანსების გაღება, კონფლიქტის ინსტრუმენტის ნაცადი მაგალითია.

სომხეთს ჰპირდებიან უსაფრთხოებას, პოლიტიკურ მფარველობას, ინვესტიციებსა და „ევროპულ პერსპექტივას“. აზერბაიჯანს – სტრატეგიულ პარტნიორობას, რეგიონულ დერეფნებში როლის გაძლიერებას, ტექნოლოგიებსა და ბაზრებზე წვდომას. ეს დაპირებები თავისი არსით გამოიწვევენ ბუნებრივ რეაქციას: როგორც კი ერთი მხარე მიიღებს იმაზე ნაკლებს, ვიდრე ელოდა, იმედგაცრუება მყისიერად გადაიქცევა აგრესიად არა ვაშინგტონის, არამედ მეზობლის მიმართ. პირდაპირი ჩარევის ნაცვლად, აშშ მიიღებს მართვად დაპირისპირებას.

აშშ არსად არ არის დაინტერესებული პირდაპირი ომით, თუმცა როგორც ამაზე არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება, უკიდურესად დაინტერესებულია მუდმივი არასტაბილურობით და კონტროლირებადი ქაოსით, რომელიც:

აბრკოლებს რეგიონს, ბლოკავს დამოუკიდებელ შეთანხმებებს, არ აძლევს შესაძლებლობას, ჩამოყალიბდეს მდგრადი უსაფრთხოების არქიტექტურა გარე „გამპრავებელი არბიტრის“ გარეშე. ამ “არბიტრის” როლის მორგება საკუთარ თავზე და ისეთი ტრადიციული რეგიონალური არბიტრების დასუსტება, როგორიც არის საფრანგეთი, რუსეთი, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი, დღეს უკვე დაუფარავად უნდა აშშ-ს.

ამ კონსპიროლოგიურ სცენარში აზერბაიჯანი და სომხეთი შეიძლება გადაიქცნენ დიდი გეოპოლიტიკური ვაჭრობის სახარჯ მასალად. ამასთანავე, ძველი გარე მოთამაშეები (არბიტრები) არსად არ გაქრებიან და ეს მხოლოდ დაამძიმებს გარდაუვალ კონფლიქტს.

ილუზია, თითქოს ვინმე „უკან დაიხევს“, უკიდურესად სახიფათოა: საფრანგეთი – არ მიატოვებს სომხეთს (ზედმეტად დიდი პოლიტიკური კაპიტალია ჩადებული დიასპორაში); თურქეთი არ მიატოვებს აზერბაიჯანს (ეს სტრატეგიის, ენერგეტიკისა და რეგიონული წონის საკითხია). შედეგად, დაძაბულობის ნებისმიერი ახალი ტალღა ავტომატურად მიიღებს საერთაშორისო ხასიათს. ეს კი უკვე აღარ არის ლოკალური კონფლიქტი – ეს არის მრავალმხვრივი პროქსი-დაპირისპირება.

არ დაგვავიწყდეს რუსეთის ფაქტორიც: ამ ფონზე რუსეთი არა მხოლოდ ხელს არ შეუშლის პროცესს, ის მას ყურადღებით და მშვიდად დააკვირდება. აშშ-ს მიერ ინსპირირებული და კონტროლირებადი ახალი კონფლიქტი ბაქოსა და ერევანს შორის ასუსტებს დასავლურ გავლენას რეგიონში, დისკრედიტაციას უკეთებს „მშვიდობისმყოფელი“ აშშ-ს რიტორიკას და აძლიერებს რუსეთისთვის საკუთარ ალტერნატიულ მიმზიდველ პოზიციებს.

ეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ესკალაცია ერთდროულად რამდენიმე ძალის ინტერესებს ემთხვევა, გარდა თავად კონფლიქტის მონაწილეებისა. და რაც მთავარია, რეგიონში გამავალი ჩინეთის საერთაშორისო პროექტების უსაფრთხოების გასაღები, გადავა აშშ-ს ხელში, რომელიც გააკონტროლებს რეგიონალურ ვითარებას საკუთარი ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით და, რა თქმა უნდა, არა უსასყიდლოდ. ამ შემთხვევაშიც, კონფლიქტი გამოყენებული იქნება, როგორც ამერიკული ინტერესების გატარების ტექნოლოგია.

საუბარი არ არის იმაზე, „მოინდომებენ თუ არა“ აზერბაიჯანი და სომხეთი ახალ დაპირისპირებას. საუბარია იმაზე, რომ ისინი ადრე თუ გვიან აღმოჩნდებიან სიტუაციაში, სადაც სხვა არჩევანი შესაძლოა აღარ დარჩეს. მოტყუებული მოლოდინები, ასიმეტრიული დაპირებები და გარე გარანტიები ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე – ეს არის რეცეპტი, რომლის მიხედვით ქვეყნები არა უბრალოდ ეჩხუბებიან ერთმანეთს, არამედ იწყებენ ერთმანეთის შთანთქმას ისე, რომ “ვერც კი ამჩნევენ”, თუ ვინ გაუშალა მათ ეს მახე. და როდესაც ეს პროცესი დაიწყება, ვაშინგტონში ტრადიციულად მხრებს აიჩეჩავენ და იტყვიან: „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, ჩვენ შევაჩერეთ მათ შორის მიმდინარე 35-წლიანი ომი, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი“.

კავკასიაში კი კარგად იციან, როგორ სრულდება ჩვეულებრივ ასეთი განცხადებები. თუმცა, ამ ვერსიასაც ძალიან რეალისტურ ჭრილში ნუ განვიხილავთ, ჩვენ თავშივე შევთანხმდით, რომ ეს მხოლოდ კონსპიროლოგიური ვერსიაა, ჩვენ კი ჩვენს რეგიონალურ მეზობლებს მაქსიმალურად წარმატებული შეხვედრები ვუსურვოთ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან. თუ რამეა, ჩვენ არსად არ გავქრებით და ტრადიციულად, მათ გვერდით ვიქნებით, როგორც კი დავჭირდებით, მსგავს სიტუაციებთან გამკვლავების ჩვენი ასეთი მდიდარი დაგროვებული გამოცდილებით” – წერს დავით ქართველიშვილი.

დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დავით ქართველიშვილი„ოპოზიციის წარმომადგენლებს ავიწყდებათ მთავარი, საქართველოს ხელისუფლებასაც რომ გაეზიარებინა ის მოთხოვნები, რომლებსაც დასავლეთი უყენებდა, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ და ღიმილითაც შეხვდებოდნენ, მაგრამ რა იქნებოდა ამის ფასი?“
  2. დავით ქართველიშვილი„მღვდელმთავარი, რომლის ეპარქიის გარშემოც ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეები სროლებთან, სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცებასთან, ხელს უწვდის სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავად ამხელდა მას. ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებით მიტროპოლიტი იობი არა ქრისტიანულ მცნებებს, არამედ საკუთარ დაუსჯელობასა და კონტროლირებადი შეიარაღებული ავტონომიის შენარჩუნების უფლებას იცავს“
  3. დავით ქართველიშვილი„ირანის მიერ ერთდროულად სამი მიმართულებით განხორციელებულმა პოლიტიკურმა დარტყმამ - ისრაელისა და აშშ-ს შემდეგ - სომხეთში „ტრამპის დერეფანსაც" თბილისში „ბუშის ქუჩის" მნიშვნელობა შესძინა“
  4. დავით ქართველიშვილი„ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში ქართული კვალი და თბილისის წინააღმდეგ მორიგი მორალური სანქციების პაკეტი შემოიღოს- გაზი ამით არ გაიაფდება, სამაგიეროდ, ევროპული პრინციპულობის შესახებ მორიგი შესანიშნავი ანგარიში დაიწერება“