ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ვაშინგტონში ექიმმა საკუთარ სახლში გაჩენილი შავი ობის გამო სროლა მოაწყო დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი8°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი8°C
  • გორი8°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია6°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ31 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ18:26
მიხეილ სააკაშვილი

განცხადება · 107 ნახვა

„რეჟიმი, რომელიც ამ მასშტაბის რეპრესიებს იყენებს, სინამდვილეში არის ძალიან სუსტი და აწი ჩვენ უნდა ვიყოჩაღოთ“

ჩემს მოწოდებას პარტიების გაერთიანებაზე რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა უპასუხა, რომ მზად არიან, ამ ეტაპზე მხოლოდ საერთო სტრატეგიის გარშემო გაერთიანდნენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ერთიანი პარტია როდესაც შეიქმნება, ინვესტორები იძულებული იქნებიან, ერთი პარტია დააფინანსონ და არა ახალ პროექტებზე იფიქრონ.

„დაიწყეს ჩემი ციხეში ჩასმით, მოაყოლეს უამრავი სხვა ადამიანის პოლიტიკური პატიმრობით. მერე პარტიებს დაერივნენ, აკრძალვა დაუანონსეს. მოიცილეს ემიგრანტები, რომლებიც საქართველოს დოვლათის ნახევარს ქმნიან და აუკრძალეს არჩევნებში ხმის მიცემა. ახლა ადგილობრივ ბიზნესს, რომელიც ეროვნული დოვლათის მეორე ნახევარს ქმნის, აუკრძალეს აზრის გამოთქმა. რეჟიმი, რომელიც ამ მასშტაბის რეპრესიებს იყენებს, სინამდვილეში არის ძალიან სუსტი და აწი ჩვენ უნდა ვიყოჩაღოთ.

ახლა რა ხდება ჩვენს მხარეს – ჩემს მოწოდებაზე პარტიების გაერთიანებაზე რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა უპასუხა, რომ მზად არიან, ამ ეტაპზე მხოლოდ საერთო სტრატეგიის გარშემო გაერთიანდნენ.

ეს არის ფუნდამენტური პრობლემა ქართულ პოლიტიკაში – ბოლო წლებში შექმნილი ჯგუფები არა იმდენად პარტიებია, თავისი იდეოლოგიით და grassroot ბაზით, რამდენადაც პოლიტპროექტები, თავიანთი ინვესტორებით და მოლაპარაკე თავებით. ინვესტორები ამ ჯგუფებს მიიჩნევენ თავიანთ პირად საკუთრებად და ხშირად მოიაზრებენ საკუთარი თავის დაცვის საშუალებად და თეორიულად სავაჭრო საგნად.

შესაბამისად, ისინი არიან გაერთიანების წინააღმდეგ. ამავე დროს ამ პოლიტიკურ პროექტებში არის ბევრი კარგი, ქმედითი ადამიანი.

მესმის, რომ მათ ნაწილს ხელფასებით იჭერენ, მაგრამ მათ უნდა აიღონ საკუთარ ხელში ინიციატივა და წამოვიდნენ გაერთიანებაზე. როცა ერთიანი პარტია შეიქმნება, ინვესტორები იძულებული იქნებიან, ის დააფინანსონ და არა ახალ, სეპარაციულ პროექტებზე იფიქრონ“, – წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. მიხეილ სააკაშვილი„ჩვენი ბრძოლა არ გადის პარტიებზე, ნომრებზე, გადის სახალხო მოძრაობაზე, მე ვხედავ ახალ შესაძლებლობას, რომელიც ამ აკრძალვით გაიხსნება, ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა“
  2. მიხეილ სააკაშვილი„როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წლის დროს გადასცემდა ჩვენი ჯარების კორდინატებს, ყოველთვის ჯობია ნორმალურად გაასამართლო და როინ შავაძე თავის დროზე რომ გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა, 2012-ში აუცილებლად გაუშვებდნენ პოლიტპატიმრად“
  3. მიხეილ სააკაშვილი„უამრავი ამბიციური იმბეცილი დარჩა ამ საზოგადოებაში, რომლებიც ისტერიულად ქმნიან პარტიებს, პარტიები კი არა, კუტოკებია“
  4. მიხეილ სააკაშვილი„ირმა სოხაძე ამტკიცებს, წინა რეჟიმი აუტანელი იყოო. ამოვიდა ყელში ამ ტიპის თავდასხმის ატანა. სოხაძის მეუღლე გახდა სულხან მოლაშვილის მოადგილე, ვარდების რევოლუციის შემდეგ მოლაშვილი დაიჭირეს და სოხაძის ქმარიც თან მიაყოლეს, ამიტომ ვიყავით მისთვის აუტანელი“