ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ზაალ ანჯაფარიძე„იობი შეპარვით და მანიპულაციური ფორმით აკნინებს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, აცხადებს, რომ “მთავრობამ შესაძლებლობები ამოწურა“- ზოგადად, საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვა იწყება მაშინ, როდესაც ის ვეღარ ასრულებს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს, კარგავს მოსახლეობის ნდობას, მოშლილია ინსტიტუტები- დამეთანხმებით, არცერთი ნიშანი სახეზე არ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იობი ამბიონიდან“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი14°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი14°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი11°C
  • გორი10°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი14°C
  • ამბროლაური8°C
  • მესტია6°C
  • ფოთი14°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 14 ნოემბერი
  • USD2.5934−0.0001
  • EUR2.8649−0.0144
  • GBP3.4287−0.0144
  • TRY0.0515−0.0001
  • 100 RUB3.1540+0.0199
  • AZN1.5258−0.0001
  • 1000 AMD7.1947+0.0097
  • 10 UAH0.5708−0.0002
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ1 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ23:31
სოზარ სუბარი

განცხადება · 115 ნახვა

სანდრო გირგვლიანის საქმეზე

„გამაოგნებელი იყო ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტი, მთავრობა, პროკურატურა, სასამართლო და მოსამართლეები ერთად მუშაობდნენ იმისთვის, რომ დაეცვათ და გაემართლებინათ დამნაშავეები“

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი სანდრო გირგვლიანის საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები მიზანმიმართულად ცდილობდნენ სიმართლის დამალვასა და დამნაშავეების დაცვას.

„ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ გამოძიება სწორედ ამ მიმართულებით წასულიყო და სიმართლე არ დადგენილიყო“, — განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ გირგვლიანის საქმეში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც ირინა ენუქიძის შეუპოვარმა ბრძოლამ, ასევე მედიამ და იმ ფაქტობრივმა მტკიცებულებებმა, რომლებმაც რეალური სურათი საზოგადოებისთვის გახადა ცნობილი.

სოზარ სუბარის თქმით, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსია საზოგადოებისთვის შეგნებულად იყო დამახინჯებული.

„კარგად გვახსოვს მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადება — ეს იყო მათი პრესსამსახურის წარმომადგენლის, გურამ დონაძის მიერ შედგენილი ცილისმწამებლური ტექსტი, თითქოს ადგილი ჰქონდა სვანურ კლანებს შორის დაპირისპირებას, რასაც სანდრო გირგვლიანი ემსხვერპლა. ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ გამოძიება სწორედ ამ მიმართულებით წასულიყო და სიმართლე არ დადგენილიყო. სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის ბრძოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. მართლაც, ეს იყო ადამიანი, რომელმაც ბრძოლა დაიწყო და თავიდანვე ნათელი იყო, რომ არ გაჩერდებოდა, სანამ მისი შვილის მკვლელები არ დაისჯებოდნენ. ამ საქმეში გარდამტეხი როლი ასევე ითამაშა ტელეკომპანია „იმედმა“ და ბადრი პატარკაციშვილის სახლთან დამონტაჟებულმა კამერებმა, რომლებმაც რეალური სურათი დაგვანახვა და სიმართლის აღდგენის შესაძლებლობა მოგვცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი ჩაიფარცხებოდა. ალბათ ვერავინ შეაფასებს სანდრო გირგვლიანის ტრაგედიას უკეთ, ვიდრე ეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაფასა და განაცხადა, რომ შემზარავი და გამაოგნებელი იყო ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტი, მთავრობა, პროკურატურა, სასამართლო და მოსამართლეები ერთად მუშაობდნენ იმისთვის, რომ დაეცვათ და გაემართლებინათ დამნაშავეები“, — განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“
  2. სოზარ სუბარი„ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები ახლდა მის მიღებას, რა რეაქცია ჰქონდა ბრიუსელს და სწორედ ბრიუსელის ევრობიუროკრატების რეაქციის გამო იყვნენ გაოცებულები“
  3. სოზარ სუბარი„ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შესაძლოა ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული“
  4. სოზარ სუბარი„2008 წლის ომში მოსახლეობის გაწირვა იყო დავალება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა მიღებული - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნებოდა შერიგება, ხოლო როდესაც შერიგება შეუძლებელია, მაშინ სიტუაცია, ქვეყანა ადვილი სამართავია“