ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი8°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი9°C
  • გორი4°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი9°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია1°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ1 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ23:28
გერმანული მედია

განცხადება · 82 ნახვა

„ევროპაში გაზის ფასი 36 პროცენტით გაიზარდა“

იანვარში ევროპაში გაზის ფასი 36 პროცენტით გაიზარდა და მეგავატ-საათზე 30 ევროდან 42 ევრომდე ავიდა- წერს გერმანული საინფორმაციო სააგენტო apollo-news. ფედერალური ქსელური სააგენტოს მონაცემებით, ფასის ეს ზრდა დეფიციტზე არ მიუთითებს. ამასთან, გერმანიის გაზის საცავების შევსების დონე 32 პროცენტზე დაბლა დაეცა.

ექსპერტების მონაცემებით, ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-ში დაფიქსირებული ანომალიური ყინვების გამო შტატებიდან თხევადი გაზის ექსპორტის შემცირება გახდა.

მედიის ცნობით, წინანდელმა ფასმა პიკს 21 იანვარს მიაღწია და 42.84 ევრო შეადგინა. 2 იანვარს, წლის პირველ სამუშაო დღეს, ის ჯერ კიდევ 30.84 ევრო იყო მეგავატ-საათზე. თვის ბოლოსთვის, 29 იანვარს, 41.99 ევრომდე გაიზარდა- რაც თვის განმავლობაში 36 პროცენტიან ზრდას ნიშნავს. ფედერალური ქსელური სააგენტო იუწყება: „გაზის საცავები იცლება ბაზრის მოთხოვნებისა და ამინდის პროგნოზის შესაბამისად.“ გერმანიის გაზის საცავების შევსების დონე კვლავ იკლებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია Uniper მომხმარებლებს გაზის შესაძლო დეფიციტის შესახებ აფრთხილებს და მიიჩნევს, რომ მიწოდების უსაფრთხოება ამჟამად გარანტირებული არ არის- იუწყება მედია.

გერმანული მედია სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გერმანული მედია„ევროკავშირის მიერ დაწესებული ტარიფები არაეფექტურია – ტარიფების მიუხედავად, ჩინური ელექტრომობილების წილი ევროპის ბაზარზე უკიდურესად სწრაფად იზრდება“