ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“ დღეს 36 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი2°C
  • ბათუმი7°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი4°C
  • ზუგდიდი4°C
  • თელავი1°C
  • გორი2°C
  • ახალციხე0°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური−4°C
  • მესტია−10°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 12 ნოემბერი
  • USD2.5933−0.0003
  • EUR2.8895−0.0216
  • GBP3.4551−0.0284
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1299−0.0009
  • AZN1.5257+0.0001
  • 1000 AMD7.1944−0.0005
  • 10 UAH0.5718+0.0024
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ4 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ18:07
სოზარ სუბარი

განცხადება · 123 ნახვა

„თუ სადოქტორო კვლევა საჭიროა ქვეყნისთვის, სამეცნიერო დარგის განვითარებისთვის, სასწავლო პროცესისთვის, მაშინ დოქტორანტს ფული კი არ უნდა გადავახდევინოთ, პირიქით, უნდა დავეხმაროთ დაფინანსებით“

„ჩვენი ქვეყნის მომავალი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კარგი განათლების სისტემა გვექნება, რამდენად შევძლებთ, ფეხი ავუწყოთ თანამედროვე სამეცნიერო ტენდენციებს და, შესაბამისად, რამდენად განათლებული იქნება ჩვენი საზოგადოება. ამ მიზანს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება დღეს დამკვიდრებული პრაქტიკა, როცა დოქტორანტი სწავლაში ფულს იხდის. ზოგიერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ეს საკმაოდ სოლიდური გადასახადია – მაგ. 4000 ლარი წელიწადში, რაც ნიშნავს, რომ 3-წლიანი დოქტურანტურა ხარისხის მაძიებელს 12000 ლარი უჯდება. თუკი ჩვენი მიზანია, რომ გავზარდოთ კარგი მკვლევარი, კარგი მეცნიერი, კარგი ლექტორი, მაშინ მათ სახელმწიფომ კვლევაში ფული კი არ უნდა გადაახდევინოს, პირიქით, უნდა დაუფინანსოს სწავლისა და კვლევის პროცესი, რომ, ჯერ ერთი, მაღალი დონის და მართლა ღირებული კვლევა შეიქმნას და მეორე – სამეცნიერო სფეროში მოვიზიდოთ ნიჭიერი ადამიანები,“ – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილებოდა.

მისი თქმით, თუ სადოქტორო კვლევა საჭიროა ქვეყნისთვის, სტუდენტებისთვის, სამეცნიერო დარგის განვითარებისთვის, მაშინ სახელმწიფო ვალდებული უნდა იყოს ის დააფინანსოს.

„რახან ვსაუბრობთ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, მსურს შემოგთავაზოთ ის, რაც გათვალისწინებული არ არის ამ რეფორმის ფარგლებში – დოქტორანტურა ჩვენთან არის ფასიანი, ზოგ სახელმწიფო უნივერსიტეტში საკმაოდ ძვირიც ღირს, მაგალითად, ტექნიკურ უნივერსიტეტში წელიწადში 4 ათასი ლარია გადასახდელი, ზოგ შემთხვევაში პროგრამა შეიძლება სამ წელიწადს გაგრძელდეს და შესაბამისად 12-16 ათასი ლარი ჯდება, ზოგან შეიძლება ნაკლებია, მაგრამ მთლიანობაში საკმაოდ მძიმე ტვირთია ადამიანისთვის, რომელიც მომავალი მკვლევარი უნდა გახდეს. თუ ვამბობთ, რომ ჩვენი მიზანია განათლებული საზოგადოება, მეცნიერების წინსვლა, მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ – გაიზარდოს მკვლევარი, კარგი პროფესორი, პედაგოგი, იმუშაოს სამეცნიერო თემებზე. თუ ცალკე ფული ვახდევინეთ, იმის მაგივრად, რომ პირიქით იქით დავეხმაროთ, არ მგონია სწორი ნაბიჯი იყოს. როცა ადამიანი იცავს სადოქტოროს და მისი კვლევა არავის არაფერში სჭირდება, მაშინ არც უნდა მივცეთ საშუალება დაიცვას ის. მაგრამ თუ მისი კვლევა საჭიროა ქვეყნისთვის, სტუდენტებისთვის, სამეცნიერო დარგის განვითარებისთვის, მაშინ ფული კი არ უნდა გადავახდევინოთ, პირიქით დავეხმაროთ დაფინანსებით. ეს არის ჩემი წინადადება და იქნებ ამ რეფორმაში აისახოს შესაბამისად,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ სოზარ სუბარის გამოსვლის პასუხად განაცხადა, რომ იღებს მის შენიშვნას და როდესაც სამეცნიერო საკითხების განხილვა იქნება, ამ მიმართულებით მოხდება სერიოზული გარღვევები, როგორიც შეიძლება იყოს არა მხოლოდ ის, რომ დოქტორანტურის პროგრამები უფასო გახდეს, არამედ წახალისების სახით სტიპენდიებიც შეიძლება დაინიშნოს.

სოზარ სუბარი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. სოზარ სუბარი„დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ“
  2. სოზარ სუბარი„ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები ახლდა მის მიღებას, რა რეაქცია ჰქონდა ბრიუსელს და სწორედ ბრიუსელის ევრობიუროკრატების რეაქციის გამო იყვნენ გაოცებულები“
  3. სოზარ სუბარი„ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შესაძლოა ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული“
  4. სოზარ სუბარი„2008 წლის ომში მოსახლეობის გაწირვა იყო დავალება, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა მიღებული - რაც მეტი იქნებოდა მსხვერპლი, მით უფრო რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნებოდა შერიგება, ხოლო როდესაც შერიგება შეუძლებელია, მაშინ სიტუაცია, ქვეყანა ადვილი სამართავია“