ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი6°C
  • ბათუმი8°C
  • ქუთაისი6°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი5°C
  • თელავი6°C
  • გორი4°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−4°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲣᲪᲮᲝᲣᲠᲘ ᲛᲔᲓᲘᲐ6 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ10:25
ესტონეთის პრეზიდენტი

განცხადება · 81 ნახვა

„რუსეთის სამუდამო იზოლაცია შეუძლებელია“

ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა აღიარა დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ იზოლაციისა და სანქციების არაეფექტურობა, – ამის შესახებ ესტონური მედია სტატიას აქვეყნებს.

პრეზიდენტის განცხადებებმა, რომლებიც მან უცხოურ მედიასთან ინტერვიუებში გააკეთა, იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა უნდა დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი კრემლთან კონტაქტების აღსადგენად, და რომ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, მზად არის თუ არა, მშვიდობის სანაცვლოდ, უარი თქვას ტერიტორიებზე — მთავრობისა და რიგი ოპოზიციური პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

“იზოლაციის პოლიტიკა, როგორც ისტორია გვიჩვენებს, ჩვეულებრივ არ მუშაობს. სანქციებიც მხოლოდ დროებით მოქმედებს და არა განუსაზღვრელი ვადით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა განვიხილოთ, თუ რა შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ“, – ციტირებს კარისის სიტყვებს ესტონური მაუწყებელი ERR და დასძენს, რომ პოლიტიკოსმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის სამუდამო იზოლაციაში შენარჩუნების შეუძლებლობას.

“ახლა საჭიროა, ერთმანეთში განვიხილოთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. მე არ ვარ ერთადერთი, ვინც თქვა, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს. მაგრამ საკითხი ისიც არის, რომ იზოლაციის პოლიტიკა, როგორც ისტორია გვიჩვენებს, ჩვეულებრივ არ მუშაობს. სანქციებიც მხოლოდ დროებით მოქმედებს და არა უსასრულოდ. ეს ნიშნავს, რომ უნდა ვიფიქროთ, რა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ რუსეთი ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენოთ, რომ მზად იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად”, — განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა.